ლევან ყენია: "ჰოვერლასთან" მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ

AutoSharing Option
ლვოვის "კარპატის" ქართველი ნახევარმცველი ლევან ყენია ლუგანსკის "ზარიასთან" მოგებულ შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო არ თამაშობდა, თუმცა "ჰოვერლასთან" კარპატულ დერბიში, რომელიც 3 მაისს გაიმართება, შეძლებს თამაშს.

- "ზარიასთან" მოგების შემდეგ გუნდში უფრო კარგი განწყობაა, ვიდრე აქამდე იყო. მატჩს ტრიბუნებიდან ვადევნებდი თვალს და მომეწონა. "კარპატი" დიდი სურვილით თამაშობდა. ასე უნდა გავაგრძელოთ.

- ახლა "კარპატის" "ჰოვერლა" ელოდება. ზოგმა ეს მატჩი გადარჩენისთვის ბრძოლად შერაცხა...

- რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებული მატჩია და ვიცით, რამდენად პასუხისმგებლიანია ის. ჩვენი გუნდი ამ შეხვედრისთვის კარგად ემზადება. ქომაგთა მხრიდან მხარდაჭერას
ველოდებით და შევეცდებით, მათ კარგი თამაში ვანახოთ.

რაც შეეხება კითხვას, "ჰოვერლას" 8 ქულით ვუსწრებთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. თითოეულ მატჩში მოგებისთვის უნდა ითამაშო.

- უჟგოროდში რამდენიმე ასეული ქომაგი ჩავა ლვოვიდან...

- ეს ხომ დერბია! მსგავსი მატჩები დიდი ხნით გამახსოვრდება. შევეცდებით, ჩვენს გულშემატკივარს იმედი არ გავუცრუოთ და ყველაფერს ვიზამთ, რომ მოვიგოთ.

მომზადებულია fckarpaty.lviv.ua-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:

ლევან ყენიას თავით გატანილმა გოლმა ლვოვის "კარპატის" ვერ უშველა [VIDEO]
ლევან ყენია: პენალტის შესრულების უფლებას მწვრთნელი არ მაძლევს
ლევან ყენიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
"კარპატელი მესი" - ლევან ყენიას ლამაზი თამაში "ჩერნომორეცთან" [VIDEO]
ლეგიონის უქმეები: ჯანო ანანიძის, ლევან ყენიასა და ნიკა ძალამიძის გოლები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული