თითქმის გარდაუვალია: ზურაბ ხიზანიშვილი "ქაისერში" რჩება

AutoSharing Option
31 წლის ზურაბ ხიზანიშვილს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტი უმთავრდება თურქული სუპერლიგის "ქაისერისფორთან" და იქაურ თუ ბრიტანულ მასმედიაშიც გაჩნდა ვერსიები მისი მომავალი ტრანსფერის თაობაზე.

ბრიტანული წყაროები იუწყებოდნენ, ხიზანიშვილით სამი ინგლისური გუნდია დაინტერესებულიო - "ნორვიჩ სიტი", "ლიდს იუნაიტედი" და "რედინგი". თურქულ საიტებზე კი გაჩნდა ცნობა, ხიზანიშვილის გადაბირებით "ტრაბზონსფორია" მონდომებულიო.

ახლახან კი სანდო წყარომ გაგვანდო ასეთი ინფორმაცია - "ქაისერისფორი" ჩვენებურს ახალ კონტრაქტს სთავაზობს და თითქმის გადაწყვეტილია, რომ ხიზანიშვილი ისევ რობერტ პროსინეჩკის გაწვრთნილ გუნდში ითამაშებს.

ხიზანიშვილი "ქაისერისფორში" 2011 წლიდან თამაშობს. ის ამ გუნდში
შოთა არველაძემ
მიიწვია, ვინც მაშინ "ქაისერისფორს" თავკაცობდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი თურქეთში სტაბილურად თამაშობს, "ქაისერისფორის" ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და ბუნებრივია, რომ ახალი კონტრაქტი შესთავაზეს.

"ქაისერი" თურქეთის მიმდინარე ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა და აქვს შანსი, დარჩენილ ორ ტურში ერთი საფეხურით აინაცვლოს და შესაბამისად, ევროპალიგაზე თამაშის უფლება მოიპოვოს.

მიმდინარე სეზონში ხიზანიშვილმა 28-ჯერ ითამაშა "ქაისერისფორის" სასტარტო შემადგენლობაში. ეროვნულ ნაკრებში კი მისი მონაგარი 86 კეპს შეადგენს და ახლოს არის "ასიანებში" მოსახვედრად.

თურქეთის ჩემპიონატში ხიზანიშვილს ერთი გოლი აქვს გატანილი. "ქაისერი" მისთვის მეექვსე უცხოური გუნდია "დანდის", "რეინჯერსის", ბლექბერნის", "ნიუკასლისა" და "რედინგის" შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

Sky Sports: ზურაბ ხიზანიშვილისთვის "ნორვიჩი", "ლიდსი" და "რედინგი" იბრძვიან
ზურაბ ხიზანიშვილი: ჩემი ტრანსფერი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ გადაწყდება
ზურაბ ხიზანიშვილი: რა თქმა უნდა, ნაწყენი ვარ!
ზურაბ ხიზანიშვილი: პირველ რიგში, პრეზიდენტი უნდა გადადგეს!
ზურაბ ხიზანიშვილი: საქართველოსთვის ვთამაშობ და არა სამკლაურისთვის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული