გოგა გახოკიძე: გურამ კაშიას ძლიერი ინგლისური და გერმანული კლუბები იწვევენ

AutoSharing Option
იყო დრო, როდესაც ქართული მედია სასიამოვნო თემებზე წერდა: "ბოკა ხუნიორსიდან" წამოსული გიორგი ქინქლაძე "ლივერპულში" ითამაშებდა თუ მადრიდის "ატლეტიკოში", ზაზა ჯანაშია "შტუტგარტში" თუ "ინტერში", გიორგი ნემსაძე - "სელტიკში" თუ "იუვენტუსში";

რატომ არ წავიდა კახა კალაძე "ჩელსიში", შოთა არველაძე - "ლევერკუზენში", ზურაბ ხიზანიშვილი - "არსენალში", გოჩა ჯამარაული - "კიოლნში", გოგიტა გოგუა - "ჰართში" თუ "აიაქსში", ინგლისის პრემიერლიგის რომელი კლუბი იწვევდა თემურ ქეცბაიასა და კახა ცხადაძეს...

ჩვენი საფეხბურთო ცხოვრება თუ არ დუღ
და, ჩამკვდარი მაინც აღარ იყო. ახლა კი ჩვენი ჩემპიონატის წამყვანი მოთამაშეებით რუსეთის და გერმანიის მეორე ბუნდესლიგის გუნდების დაინტერესება და უკრაინაში წასვლაც მოვლენაა - განსხვავება აშკარაა, ძლიერ ევროპულ კლუბებში ქართველების ტრანსფერი ისეთივე იშვიათობა გახდა, როგორიც საჰარის უდაბნოში - წვიმა.

სამწუხაროა, რომ ჩვენი ფეხბურთის საერთო დონე დაეცა. ამ პრობლემაზე დაწყებული ლაპარაკი ფიფას აგენტმა, წარსულში საქართველოს ნაკრებისა და "ეინდჰოვენის" ნახევარმცველმა გოგა გახოკიძემ საინტერესო მიმართულებით წაიყვანა და მცირე იმედი მაინც დაგვიტოვა:

Sportall.Ge- ორი აზრი არ არის, ნიჭიერი ბავშვები გვყავს და ეს გადაჭარბებული შეფასება არ არის, მაგრამ პრობლემა მათი სწორი გაზრდა და გზაზე დაყენებაა. საქართველოში ის პირობები არ არის, ევროპელების მსგავსად ხელი რომ შევუწყოთ.

თითქოს ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ 14 წლიდან ვეღარ ვეხმარებით, როდესაც ყველაზე სწორი მიდგომა და პირობებია საჭირო. ვინც აქაურობას თავს დააღწევს და უცხოეთში მიდის, ნიჭს ავლენს.

სამწუხაროდ, ევროპაში წასვლის საშუალება ბევრს არ გააჩნია და კატასტროფული ვითარება ამიტომაც მივიღეთ.

- რაიმე დამაიმედებელს მაინც თუ ხედავ?
- რა გითხრათ... ძლიერი ჩემპიონატი არ გვაქვს და ლიდერებიდან რამდენიმეს პრობლემებიც შეექმნა. გამოსავალი მარტივია და ახალს ვერაფერს ვიტყვი - ჩემპიონატში დიდი ფული უნდა ჩაიდოს. მერე ეშველებათ გუნდებსაც, ბავშვთა ფეხბურთსაც და ნიჭიერებსაც მოვუვლით. უფრო ძლიერი ნაკრები და სოლიდური ჩემპიონატი მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გვექნება.

- საქართველოში გეგულებათ ფეხბურთელი, რომელიც ძლიერ ევროპულ ლიგაში ითამაშებს?
- დღეისათვის ისეთს ვერავის ვხედავ, რომელიმე გუნდის ძირითად შემადგენლობაში რომ ითამაშოს, მაგრამ გარკვეული მომზადების შედეგად ამას ბევრი მოახერხებს.

- როგორც ვიცი, "ვიტესის" კაპიტან გურამ კაშიასთან თანამშრომლობთ. მისით დაინტერესებულ კლუბებად "ბაზელი" და "ფრაიბურგი" დაასახელეს...
- "ბაზელი" დაინტერესებულია, "ფრაიბურგზე" კი არაფერი მსმენია.

- მართალია, თითქოს შარშან "ჩელსი" იწვევდა?
- ლაპარაკი ადრე იყო, მაგრამ არა - კონკრეტული. ახლა საკმაოდ ძლიერი ინგლისური, გერმანული და ბელგიური კლუბები იწვევენ.

- ბელგიური "ანდერლეხტის" დაინტერესებაზე გურამის "ვიტესში" გადასვლამდე ლაპარაკობდნენ...
- შარშან "ვიტესს" ავარჯიშებდა იონ ვან დერ ბრომი - "ანდერლეხტის" ამჟამინდელი მწვრთნელი, რომელსაც კაშია ძალიან მოსწონს, მაგრამ ჯერ გურამის მომავალზე ლაპარაკი არ მინდა. "ვიტესი" ევროთასებზე გავიდა და ეს ბევრ რამეს ცვლის.

- თქვენი აზრით, კაშია მაღალ დონეზე სათამაშოდ მზად არის?
- ამაში დარწმუნებული ვარ. კაშიას უკეთეს გუნდში გადასვლაზე ლაპარაკი იყო და იქნება, რადგან ძალიან გაიზარდა. ჰოლანდიაში ყველა ამბობს, რომ საუკეთესო მცველები ის და "ტვენტეს" დუგლასი არიან, მაგრამ გურამი სიმბოლურში უფრო მეტჯერ მოხვდა. როდესაც მარჯვენამცველობიდან ცენტრში გადაიყვანეს, თავის პოზიციაზე გაცილებით უკეთ გამოჩნდა და ახლა ყველა აღიარებს, რომ კაშია ნიჭიერი კაცია.

- "ტრანსფერმარკტი" გურამის ტრანსფერს 4,5 მილიონ ევროდ აფასებს. ეს რეალური ღირებულებაა?
- ეს სააგენტო ოდნავ დაბალ ფასს უწერს - ახლა "ვიტესი" კაშიას 4,5 მილიონად არავის დაუთმობს. მისი ტრანსფერი უფრო ძვირი ღირს. დაინტერესებულ გუნდსაც გააჩნია. ფინანსურად ძლიერს მეტს მოსთხოვენ, საშუალოევროპულს კი - ნაკლებს. სატრანსფერო ბაზარზე ფასი ამის მიხედვით ყალიბდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გურამ კაშია: ზოგიერთი ჭორის მოსმენა არც ისე სასიამოვნოა
გურამ კაშია "ვიტესისგან" დაიღალა: "ჟორდანიასთან ჯერ არ მილაპარაკია"
გურამ კაშიას და არნემის "ვიტესის" გზები იყრება?
გურამ კაშიას გოლი ესპანეთში და შოთა არველაძის რეპეტიცია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
მალხაზი , აბსულუტურად გეთანხმები !! , სამუშაო დღეა , თან ამ პაპანაქება სიცხეში , მზეში , და ხალხს ელოდებიან შემდეგ !!! , ყოფილიყო , 8 საათზე , განათებაზე თამაში , და სავსე ტრიბუნები არ სჯობდა?? მატჩიც უკეთესი გამოდგებოდა... :))))))
Dinamo Fan
02:26 23-05-2013
0
ერთი ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთა ტვინში ჩამახედა, თასის ფინალს ატარებ სამუშაო გღეს,6საათზე თაკარა მზეში და მერე იძახი ხალხი არ დადის თამაშებზეო.
malxazi
22:07 22-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული