ჰოლანდიური კლუბი ესპანეთში ემზადება და ამხანაგურად ადგილობრივ "ორიუელას" დაუპირისპირდა. "ვიტესმა" მეტოქეს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, 7:0 სძლია.
ერთი გოლი არნემელთა ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ გაიტანა, რომელმაც პირველ ტაიმში ანგარიში 2:0 გახადა.
Video
გურამ კაშიას გოლი ესპანურ შეკრებაზე
გურამ კაშიას გოლი ესპანურ შეკრებაზე
მან შეხვედრა სრულად ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ "ვიტესის" სასტარტო შემადგენლობაში იყო ვაკო ყაზაიშვილიც, რომელსაც მიმდინარე სეზონში არნემელთა მთავარი გუნდის შემადგენლობაში ჯერ ერთი ოფიციალური მატჩიც არ ჩაუტარებია.
იმედია, სეზონის მეორე ნახევარში მას თავის გამოჩენის საშუალება მიეცემა. ესპანელებთან
* * *
ჩვენთვის საინტერესო საკონტროლო მატჩი გაიმართა ორ თურქულ კლუბს შორის - შოთა არველაძის "ქაშიმფაშა" ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერისფორს" შეხვდა.
შეგახსენებთ, არველაძე "ქაისერის" ყოფილი მთავარი მწვრთნელია და "ქაშიმფაშას" სეზონის მსვლელობისას მიაშურა.
არველაძის გუნდმა 1:0 გაიმარჯვა, ხიზანიშვილმა კი შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ჰოლანდიის ერედივიზიეცა და თურქეთის სუპერლიგაც 18 იანვარს განახლდება. ამ დღეს "ქაშიმფაშა" სტამბულურ დერბიში ჩემპიონატის ლიდერ "გალათასარაის" უმასპინძლებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"