უჩა ლობჟანიძის "კრივბასი" იშლება

AutoSharing Option
26 წლის ქართველი მცველის, უჩა ლობჟანიძის "კრივბასი", შესაძლოა, დაიშალოს.

კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოცხადდა, რომ "კრივბასი" ბოლო ტურის სათამაშოდ აღარ წავა ლუცკში "ვოლინთან" მატჩისთვის. "კრივბასს" ტექნიკური წაგება ჩაეთვლება, თუმცა არა გვგონია, ეს აკმარონ მათ.

"მიზეზი კლუბის უმძიმესი ფინანსური სიტუაციაა. იმედს გამოვთქვამთ, რომ კლუბში შექმნილ მძიმე ვითარებას გაგებით მოეკიდებით", - წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

29 ტურის შემდეგ "კრივბასი" მე-6 ადგილზეა და ევროზონაში მოხვედრის შანსი აღარ აქვს.

სეზონის დასაწყისში ამ გუნდში იჯარით ჯაბა კანკავაც თამაშობდა, რომელიც შემდეგ "დნიპროში" დაბრუნდა. უჩა ლობჟანიძემ 23 მატჩში
მიიღო მონაწილეობა (21 სასტარტოში). მის ანგარიშზე სეზონში ერთი საგოლე პასი და 7 გაფრთხილებაა.

ასევე იხილეთ:
თემურ ქეცბაიამ ნაკრების შეკრებაზე 28 ფეხბურთელი გამოიძახა
მკითხველის კომენტარები / 2 /
უკრაინა დაშალეს და კრივბასი რაღაა რო?
ნუგზარი
23:25 15-10-2023
0
უჩა "სკილეტას" ბიჭი ხომ არაა? ძალიან ჰგავს.
Ნუზარი
23:28 15-10-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული