გიორგი ნავალოვსკიმ და გოჩა ხოჯავამ "სკა-ენერგიას" შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს, შოთა გრიგალაშვილი კი 90-ე წუთზე შეცვალეს. მათი თანაგუნდელი ოთარ მარცვალაძე თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო.
"კრილია სოვეტოვმა", რომლის ღირსებასაც ალექსანდრე ამისულაშვილი იცავს, ნალჩიკის "სპარტაკს" უმასპინძლა და 2:0 სძლია. სამარელთა ქართველმა მცველმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო, სპარტაკელი დავით სირაძე კი 76-ე წუთზე შეცვალეს.
როგორც ხედავთ, საპასუხო შეხვედრების წინ "როსტოვმა" და "კრილიამ" საკმაო ფორა შეიქმნეს.
პოლონეთის ექსტრაკლასაში ვარშავის "ლეგია", რომელიც უკვე ჩემპიონია, "რუხს" ესტუმრა და ფრედ, 0:0 ეთამაშა. ვლადიმერ დვალიშვილი შეცვლაზე შემოვიდა, არადა, ვარშავულმა კლუბმა იგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არ გამოუშვა.
* * *
ფინეთის ვეიკაუსლიგაში ირაკლი სირბილაძემ "ინტერ ტურკუს" ქულა მოუპოვა. "ინტერმა" სტუმრად "კუოპიოს" ანგარიში ქართველი თავდამსხმელის გოლით გაუთანაბრა. მატჩი 1:1 დასრულდა.
* * *
იტალიაში სერია A-ში გადასასვლელი პლეი ოფის ფინალის პირველი შეხვედრა გაიმართა. ლევან მჭედლიძის "ემპოლიმ" "ლივორნოს" უმასპინძლა და დაუზავდა - 1:1. ქართველი ფორვარდი თამაშში 86-ე წუთზე ჩაერთო. ამ დროისთვის მატჩის საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"სკა-ენერგია" გაამართლეს - შოთა გრიგალაშვილის ტრანსფერში დარღვევა არ აღმოჩნდა
შოთა გრიგალაშვილის გამო შეიძლება "სკა-ენერგია" დაისაჯოს
დვალიშვილი ჩემპიონია, მჭედლიძემ და ანანიძემ გაიტანეს [VIDEO]