"ქართველთა გუნდმა" 30 მაისს პრემიერლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში პირველი მატჩი გამართა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა, რითაც საქმე გაირთულა.
გიორგი ნავალოვსკიმ და გოჩა ხოჯავამ "სკა-ენერგიას" შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშეს, შოთა გრიგალაშვილი კი 90-ე წუთზე შეცვალეს. მათი თანაგუნდელი ოთარ მარცვალაძე თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო.
- ვიცოდით, ვისთანაც ვთამაშობდით – პრემიერლიგის გუნდთან. ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ დაცვაში დაშვებული შეცდომების გამო დავისაჯეთ, რომელთა გამოყენება მეტოქემ შეძლო კიდეც.
მთლიანობაში, თამაში შედგა და ორივე გუნდი კარგად
- პრემიერლიგის გუნდთან კლასში სხვაობა შესამჩნევი იყო?
- არა. დონე ერთი და იგივეა, უბრალოდ, "როსტოვს" პრივილეგია აქვს – მეტი ლეგიონერი ჰყავს. პირველ დივიზიონში მხოლოდ სამი ლეგიონერით თამაში შეიძლება, პრემიერლიგაში კი – შვიდით. ამ ფეხბურთელთა ინდივიდუალურმა ოსტატობამ თავისი ქნა.
- დაპირისპირების ბედი გადაწყვეტილია?
- არა, რა თქმა უნდა. წინ საპასუხო მატჩია. იმედი გვაქვს ჩვენი გულშემატკივრების და ჩვენსას შევეცდებით, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.
- მარცვალაძე, რომელიც შეცვლაზე შემოვიდა, ხუთჯერ აღმოჩნდა "თამაშგარეში". რა დაავალეთ მას?
- ასეთი დავალება არ მიმიცია. უბრალოდ, ვცდილობდით, წინ მუდმივად გვყოლოდა ვინმე ისეთი, ვინც შეუტევდა.
* * *
პრემიერლიგის საგზურისთვის საპასუხო მატჩი "სკა-ენერგიასა" და "როსტოვს" შორის 3 ივნისს გაიმართება.
გიორგი ნავალოვსკი "როსტოვთან" მატჩში
ასევე იხილეთ:
გიორგი დარასელიას მიზნის მისაღწევად დიდი ბრძოლა მოუწევს
"სკა-ენერგია" გაამართლეს - შოთა გრიგალაშვილის ტრანსფერში დარღვევა არ აღმოჩნდა
შოთა გრიგალაშვილის გამო შეიძლება "სკა-ენერგია" დაისაჯოს