სერგეი ფელდმანი: შოთა გრიგალაშვილი "როსტოვთან" აუცილებლად ითამაშებს

AutoSharing Option
"სკა-ენერგიას" გენერალურმა დირექტორმა სერგეი ფელდმანმა განაცხადა, რომ "როსტოვთან" საპასუხო შეხვედრაში შოთა გრილაშაშვილი აუცილებლად ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის საგზურისთვის პირველი მატჩი "როსტოვმა" შინ ანგარიშით 2:0 მოიგო, ხოლო საპასუხო შეხვედრას გიორგი დარასელიას "სკა-ენერგია" 3 მაისს 12:00 საათზე გამართავს.

აქვე გეტყვით, გრიგალაშივილზე აქცენტი იმიტომაა გაკეთებული, რომ ქართველი ფეხბურთელის გამო "სკა-ენერგიას" ქულების დაკარგვისა და შესაბამისად პრემიერლიგის საგზურისთვის მატჩებში მოკვეთის საფრთხე ემუქრებოდა.

"სკა-ენერგია" გაამართლეს - შოთა გრიგალაშვილის ტრანსფერში დარღვევა არ აღმოჩნდა


- "როსტოვთან" მატჩს დაახლოებით 13 ათასი ადამიანი დაესწრება. ლენინის სახელობის სტადიონი კი 15 ათასს
ადმიანს იტევს, ამიტომ თითქმის ანშლაგი იქნება.

- ნახევარმცველი შოთა გრიგალაშვილი ითამაშებს?
- აუცილებლად, მას აქვს რუსეთის ეროვნული ლიგის მოწმობა.

- როდის ელოდება კლუბი პასუხს გრიგალაშვილის საქმეზე?
- თქვენი გაზეთიდან გავიგე, რომ 5 ივნისს რუსეთის საფეხბურთო კავშირის სხდომაა დაგეგმილი. ჩვენ კი მოსკოვში არავის მოუპატიჟივართ.

მომზადებულია sport-express.ru-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
გიორგი დარასელია: ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და ჩვენსას ვეცდებით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული