ქართველების "სკა-ენერგიამ" რუსეთის პრემიერლიგაში ვერ შეაბიჯა

AutoSharing Option
გიორგი დარასელიას გაწვრთნილმა "სკა-ენერგიამ" რუსეთის პრემიერლიგაში გადამსვლელ პლეი ოფში "როსტოვთან" ორრაუნდიანი დაპირისპირება წააგო და მომავალ სეზონს კვლავ პირველ ლიგაში გაატარებს.

სტუმრად ორბურთიანი სხვაობით წაგებული მატჩის შემდეგ ხაბაროვსკის "ქართველთა გუნდს" იმედად 3 ივნისს, საკუთარ კედლებში გასამართი მატჩი რჩებოდა, თუმცა დარასელიას შეგირდებმა ვერც საპასუხო შეხვედრაში ივარგეს და ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ.

ერთადერთი გოლი სტუმართაგან დანკო ლაზოვიჩმა მეორე ტაიმში გაიტანა. მატჩის მიწურულს "როსტოვი" კაცნაკლული დარჩა, თუმცა "სკა-ენერგიამ" ვერც პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა.

საგულისხმოა, რომ გიორგი დარასელიამ "როსტოვთან" საპასუხო მატჩში ქართველთაგან მხოლოდ შოთა გრიგალაშვილი ათამაშა,
რომელიც 77-ე წუთზე შეცვალა.

სათადარიგოთა შორის დარჩა გუნდის თავდამსხმელი ოთარ მარცვალაძე.

ასევე იხილეთ:
გიორგი დარასელიას მიზნის მისაღწევად დიდი ბრძოლა მოუწევს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული