ლუკა თათხაშვილი - კიშინიოვის "დაჩიადან" ოდესის "ჩერნომორეცში"?

AutoSharing Option
ერთი წელია, რაც კიშინიოვის "დაჩიაში" ქართველი ფეხბურთელი ლუკა თათხაშვილი გამოჩნდა. წლეულს ის ძირითად გუნდში გადაიყვანეს, მაგრამ, შესაძლოა, მალე უკრაინაში გადავიდეს.

"კიშინიოველები ევროპის ლიგის მატჩებისთვის მზადებას 20 ივლისს დაიწყებენ. გუნდში თათხაშვილიც იქნება. თუმცა, ამ მოთამაშით რამდენიმე უკრაინული და პოლონური კლუბი დაინტერესდა და შესაძლოა, ზაფხულში კარიერა სხვაგან გააგრძელოს.

დაინტერესება არის ალჩევსკის "სტალიდან" და ერთ-ერთი პოლონური გუნდიდან, თუმცა უფრო რეალური ოდესის "ჩერნომორეცის" წინადადებაა. მოლაპარაკება მიმდინარეობს და პასუხი მალე გვეცოდინება.

ლუკა საინტერესო მარჯვენა მცველია, პროგრესირებს და სელექციონერებს ეს არ გამოპარვიათ",
- გვითხრა ფეხბურთელის მენეჯერმა
დათო გოგოლაძემ
.

"გუნდის მთავარ მწვრთნელს, იგორ დობროვოლსკის მოვწონდი და ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მითხრა - ახალი სეზონიდან თამაშებს მოგცემო. მაგრამ სეზონის შემდეგ, მან "დაჩია" დატოვა და მეც ახალ გუნდში გადასვლა მირჩევნია.

უკრაინული ვარიანტები იმით არის საინტერესო, რომ ბევრად უკეთესი დონის ჩემპიონატია და იქნებ, ჩემით ახალგაზრდული ნაკრების ხელმძღვანელობაც დაინტერესდეს.

იმედია, მათ ყურადღებას დავიმსახურებ",
- ამბობს თათხაშვილი.

გოგოლაძემ კიშინიოვის მეორე გუნდში - "ზიმბრუში" ორი ჩვენებური ფეხბურთელი წაიყვანა, მათ კი ფინანსური პრობლემების გამო, ახლახან გუნდი დატოვეს:

"ბოლო დროს, მოლდოვის კლუბებს ფინანსური პრობლემები შეექმნათ. ამის გამო მოხდა ის, რაზეც თქვენთან დაიწერა.

ეს არ იყო პროფესიული მიდგომა და შექმნილ ვითარებაზე "ზიმბრუს" ხელმძღვანელობასთან უსიამოვნო ლაპარაკი მქონდა - დავინტერესდი, ჩემს ფეხბურთელებს ხელფასი და პრემია რატომ არ გაუსტუმრეს. მაგრამ შემპირდნენ, რომ ვითარება მალე გამოსწორდება და დავალიანებას აუცილებლად დაფარავენ".


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლუკა თათხაშვილმა ქართველებზე გამწარებული დობროვოლსკის გული მოიგო
ბაქარ მირცხულავა: მოლდოვაში ჩვენზე უარესები ხდება
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები
vaxo
13:12 15-06-2013
0

სიახლეები პოპულარული