ლევან ყენია უკრაინის ჩემპიონატის სეზონის 10 აღმოჩენაში

AutoSharing Option
უკრაინულმა გამოცემა "ტრიბუნამ" სეზონის 10 აღმოჩენა დაასახელა და მათ შორის ლევან ყენიამ საპატიო ადგილი დაიკავა.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ლვოვის "კარპატის" შემტევმა ნახევარმცველმა უკრაინელები ეფექტური თამაშით აღაფრთოვანა.

"თბილისის "დინამოსა" და გერმანული "ფრაიბურგის" ყოფილი მოთამაშის, გიორგი კიკნაძის დიშვილი "შალკეში" ადრეულ ასაკში ჩაირიცხა, მაგრამ ტრავმების
გამო გელზენკირხენულ კლუბში დამკვიდრება შეუძლებელი იყო.

"ზენიტში" არშემდგარი სკანდალური ტრანსფერისა და ორთვიანი ფორმის აღდგენის შემდეგ, "კარპატ
ში" ბევრმა იფიქრა, რომ მოთამაშე იყიდეს, ვიდრე შეიძინეს, მაგრამ ოქტომბერში ხარკოვის "მეტალისტთან" სათასო მატჩში გატანილი გოლის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ყენიაში ის
საუკეთესო თვისებებია გაერთიანებული, რაც მსოფლიოს ქართულმა ფეხბურთმა მისცა.

თამაშის სტილით ყენია ადრეული პერიოდის არშავინს გვაგონებს. არც ისე მაღალი პლეიმეიკერი შეტევის მთელ ფრონტზე ჩრდილივით დასრიალებს და შეუძლია, მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე მოწინააღმდეგეს "ცხელი წერტილი" შეუქმნას.

ყენია უბადლო დრიბლიორია, მოედანს მშვენივრად ხედავს, შეუძლებელია ჩინებული დაფარული გადაცემის შესრულება და შეტევა დაასრულოს",
- წერს უკრაინული გამოცემა.

თუმცა, შეგახსენებთ, რომ "კარპატი" ფინანსურ პრობლემებში ჩაეფლო და ლვოვური კლუბის ხელმძღვანელობამ ჩვენში ასე კარგად ნაცნობი მეთოდით, შემადგენლობის გაახალგაზრდავებით, ხარჯების შემცირება გადაწყვიტა. ამის გამო ლევან ყენია და მასთან ერთად გუნდის მეორე ქართველი, ბუბა დაუშვილი ტრანსფერზე დააყენეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლევან ყენია: თემურ ქეცბაიას ნახევარ გუნდთან მოუვიდა კონფლიქტი...
ლევან ყენია: არ მომწონს ის ფეხბურთი, რასაც საქართველოს ნაკრები თამაშობს
ლევან ყენია: "კარპატისგან" ტრანსფერზე დაყენება ჩემთვის მოულოდნელი იყო
ლევან ყენიას თავით გატანილმა გოლმა ლვოვის "კარპატის" ვერ უშველა [VIDEO]
მოფარიკავე ლევან ყენია უკრაინელი იანა შემიაკინას წინააღმდეგ [VIDEO]
ყე­ნია არის გე­ნია! - ქართველი პლეიმეიკერი უკრაინას იპყრობს
მკითხველის კომენტარები / 2 /
MARADONA იცი რას გეტყვი, სანამ ყენო რთულ პერიოდს დაძლევდა და "კარპატში" მაგრამ ათამაშდებოდა, მოკლედ სანამ "დაბრუნდებოდა" ბევრი იძახდა მორჩა მაგის ფეხბურთიო, ფუიო, ასე ისეო, აგინებდნენ კიდევაც, მერე ხო გაჩუმდნენ?

ასე რომ გულს ნუ იწუხებთ, არ გვინდა ეს თავის ჩამოხრჩობა რა, ასეთი უაზრო, თვითდაჯერებული და აგრესიული პესიმიზმი არის ჩვენი ყველაზე საზიზღარი სენი!!!!!!!!!! ეს იმპოტენტობის ტოლ-სწორია. "მაგარია" - "დაგლიჯა" ქე მაინც იმედს გვაძლევს და გულიანადაა!!!

არ არი ეს "განიავებული ნიჭი", ადრეა ამის თქმა! ადრეც ამბობდნენ მაგას ყენოზე და არ აუხდათ "ოცნებები"!!!

და შენ საერთოდ არ იმსახურებ რომ "MARADONA " გერქვას ნიკი! მარადონა რომ ანიავებდა და მაიმუნობდა ეგრე უნდა, მარადონასნაირ ხალხს შენთან საერთო არაფერი აქვს!
Giorgi
20:03 15-06-2013
0
ქართული ხალხური ზღაპრები: მაგარია,დაგლიჯა,სუპერია მარა ტრანსფერზე დააყენეს.ხო აბა, მორიგი ჟოპალეზური სტატიაა.მოეფერეთ,სუპერები უძახეთ და ნაკრებში მე ვითამაშებ!კიდევ ერთი განიავებული ნიჭი.ასეა ეს!
MARADONA
12:44 14-06-2013
0

სიახლეები პოპულარული