ზურაბ ხიზანიშვილისა და შოთა არველაძის შანსი ევროპალიგაზე

AutoSharing Option
შოთა არველაძის გაწვრთნილმა "ქასიმფაშამ" 2012-13 წლების თურქულ სუპერლიგაში მეექვსე ადგილი დაიკავა, რაც ევროპალიგის საგზურისთვის საკმარისი არ იყო.

ამ მიზნისთვის შოთას გუნდი მინიმუმ მეოთხე ადგილზე უნდა გასულიყო, ან თურქეთის თასზე უნდა ეასპარეზა წარმატებით. ახლა კი გაჩნდა შანსი, რომ "ქასიმფაშამ" ევროსარბიელზე მაინც ითამაშოს.

საქმე ისაა, რომ "ფენერბახჩეს" და "ბეშიქთაშს" ფინანსური პრობლემები შეექმნათ და შესაძლოა, საკლუბო ლიცენზირება ვერ გაიარონ, ლიცენზიის გარეშე კი გუნდი ევროსარბიელზე ვერ ითამაშებს და ვინძლო თურქეთის ქვედა ლიგაში ჩაყურყუმელავებაც კი მოუწიოთ "ფენერბახჩესაც" და "ბეშიქთაშსაც", რომლებიც თურქეთის ჩემპიონატში, შესამაბისად, მეორე და
მესამე ადგილებზე გავიდნენ.

"ფენერბახჩესა" და "ბეშიქთაშს" ძვირად ღირებული ფეხბურთელების ვალი მართებთ, ორივე კლუბი მოთამაშეთა მსუყე ჯამაგირის გადახდას ვერ აუვიდა და ფეხბურთელებმაც ეს არ შეარჩინეს.

თუ "ფენერბახჩე" და "ბეშიქთაში" ლიცენზიას ვერ აიღებენ, ევროპალიგაზე თამაში ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერისფორსაც" მოუწევს, რობერტ პროსინეჩკის გაწვრთნილი გუნდი თურქეთის წინა ჩემპიონატში ხომ მეხუთე ადგილზე გავიდა.

ყველაფერი რამდენიმე დღეში გაირკვევაო, იუწყება თურქული მედია და ვნახოთ, იქნებ ჩარხი ჩვენებურთა სასარგებლოდ დატრიალდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული