"პარმა" მჭედლიძეზე ტრანსფერის უფლებას 1,5 მილიონად შეიძენს

AutoSharing Option
იტალიური წყაროების მტკიცებით, ქართველ ფეხბურთელ ლევან მჭედლიძეზე უფლებების ნახევარი სერია A-ს კლუბმა "პარმამ" შეისყიდა.

"პარმას" სპორტული დირექტორი პიეტრო ლეონარდია, რომელიც ამავე თანამდებობაზე მუშაობდა "ემპოლიში" 15 წლის წინ. ლეონარდის ყოფილ კლუბთან მჭიდრო ურთიერთობა ახლაც აკავშირებს.

შემდეგ კვირაში ტრანსფერი ოფიციალურად გაფორმდება, ქართველ ფორვარდზე უფლებების ნახევარში "პარმა" 1,5 მილიონ ევროს გადაიხდის.

ლევანი ამ სეზონში "პარმაში" არ გადავა, ის ისევ "ემპოლიში" ითამაშებს და ერთი წლის შემდეგ გადავა "პარმაში".

ასევე იხილეთ:
"პარმა" ლევან მჭედლიძეთი დაინტერესდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული