ყაზანის "რუბინმა", რომელიც მომავალი სეზონისთვის ემზადება, ავსტრიულ შეკრებაზე სლოვაკურ "ზლატე მორავცესთან" გამართა სპარინგ-მატჩი და 0:1 დამარცხდა. ყაზანელთა შემადგენლობაში საბა კვერკველიამ შეუცვლელად ითამაშა.
ლატვიის ჩემპიონატში "ილუკშტესმა" შინ 1:3 წააგო "სპარტაკსთან". დამარცხებულთაგან ერთადერთი გოლი მამუკა ღონღაძის ანგარიშზეა, რომელმაც შეხვედრის მე-7 წუთზე თავისი გუნდი დააწინაურა.
ბელორუსში ბრესტის "დინამომ" "ბელშინას" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლის ავტორი უჩა გოგოლაძეა, რომელმაც თავი მატჩის 39-ე წუთზე გამოიჩინა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"