მამლუქების ნაკრები: რამდენი უცნობი, რამდენი ქვეყნის ეროვნულ გუნდში?!

AutoSharing Option
ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ იმ ქართველთა ამბების გაცნობა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან და ჩვენი გულშემატკივარი ნაკლებად იცნობს.

ასე მაგალითად, აღმოვაჩინეთ, რომ ახლახან მოსკოვის "სპარტაკის" 19-წლამდელებში თავდამსხმელი ალექსანდრე კოღონია ჩაირიცხა.

საინტერესოა, რომ ანსამბლ "ივერიასა" და დიდი თეატრის ოპერის სოლისტის, ზურაბ ცისკარიძის ვაჟი, ასევე ზურაბ ცისკარიძე შვეციის მეორე ლიგის კლუბში, "იონკოპინგ სორდაში" გადავიდა და საქართველოს მოქალაქეობას დღემდე ინარჩუნებს. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს რუსეთის პრემიერლიგის პერმის "ამკარში" ჩარიცხულ ქართველს ცენტრალურ ნახევარმცველის პოზიციაზე იყენებდნენ, მაგრამ შვედეთში მარცხენა მცველად განამწესეს.

აქვე გეტყვით, რომ "ურალთან" კონტრაქტი გააფორმა
ნალჩიკის "სპარტაკის" 25 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გუჯა რუხაიამ - ტრანსფერში ეკატერინბურგელებმა 264 ათასი ევრო გადაიხადეს.

სანკტ-პეტერბურგის "ზენიტმა" თანაქალაქელ "დინამოში" გაანათხოვრა რუსეთის 17, 19-წლამდელთა და ახალგაზრდულ ნაკრებებში ნათამაშები ცენტრალური მცველი იგორ ჩემინავა.

ნიკა ფილიევი თბილისში დაბადებული ოსი ბიჭია, რომელიც მოსკოვის ცსკა-ს წევრი იყო, მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ და 17 წლისამ ჩემპიონთა ლიგაშიც ითამაშა. მაგრამ ორი წლის წინ მიღებულმა ტრავმამ 22 წლის ფეხბურთელს კარიერაში ხელი შეუშალა. ახლა მარცხენა ფლანგის შემტევი ნახევარმცველი რუსეთის პირველი ლიგის ასტარხანის "ვოლგარ-გაზპრომში" თამაშობს.

პირველ ლიგაშია მოსკოვის "ტორპედოც", სადაც საქართველოს მოქალაქე, დიმიტრი კორტავა თამაშობს. 21 წლის ცენტრალური თავდამსხმელი აფხაზეთიდან არის - გაგრაშია დაბადებული.

კალინინგრადის "ბალტიკაშია" 22 წლის ცენტრალური ნახევარმცველი დავით ტყებუჩავა. მისი თანაგუნდელია 24 წლის მეკარე გიორგი შელია, რომელიც მანამდე ბრიანსკის "დინამოში" გამოდიოდა. პირველი ლიგის ნიჟნეკამსკის "ნეფტეხიმიკშია" 20 წლის თავდამსხმელი მერაბ ურიდია, რომელის ტრანსფერიც დღემდე ყაზანის "რუბინს" ეკუთვნის.

უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატებში 4 ქართველია: ევროპის 19-წლამდელების ჩემპიონი, 21 წლის ცენტრალური მცველი თემურ ფარცვანია კიევის "დინამომ" ზაპოროჟიეს "მეტალურგში" იჯარით თამაშობს. ირაკლი მესხია ხარკოვის "მეტალისტი 2"-ში გამოდის, დავით იაშვილი და ბადრო აქუბარდია კიევის "დინამო 2"-ის მცველები არიან.

დნეპროპეტროვსკის "დნიპროდან" ლვოვის "კარპატში" თავდამსხმელი ევგენი ბოხაშვილი გაანათხოვრეს, რომელსაც უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია.

უკრაინაში კიდევ ერთი საინტერესო მოთამაშეა - ლუგანსკის "ზორიას" ნახევარმცველი გიული მანჯგალაძე. სხვათა შორის, 20 წლის ქართველის აყვანა უკრაინელებს მისი 19-წლამდელებში სურდათ, მაგრამ უარი უთხრა, რადგან თბილისში დაბადებულ-გაზრდილს საქართველოს ნაკრებში თამაში სურდა. მისით დაინტერესდნენ კიდეც, მაგრამ აღარ მიუწვევიათ.

უკრაინის მოქალაქეა ლევან გულორდავაც. 2012 წლის დასაწყისში ლევანი პრემიერლიგის მაშინდელ გუნდში "ოლექსანდრიაში" ჩაირიცხა, მაგრამ 2012 წლსი ბოლოს კიევის "არსენალს" დაუბრუნდა. ამჟამად უგუნდოდ დარჩა "არსენალის" ყოფილი მეკარე ვლადისლავ ჩანგელია.

ყაზახეთის ნაკრების ყოფილი კიპერი დავით ლორია კი ახალ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი - 32 წლის ქართველი ამჟამად ალმატის "კაირატის" კარს იცავს.

აკაკი გოგიას ამბავი კი ყველამ იცის: 21 წლის ცენტრალური ნახევარმცველი მეორე ბუნდელისგის "სანქტ პაულში" გამოდის და სამწუხაროდ, მისი საქართველოს ნაკრებში თამაში ვერა და ვერ მოხერხდა - ის ბოლოს გერმანიის 20-წლამდელებში მიიწვიეს. სხვათა შორის, "ტრანსფერმარკტის" მიხედვით, გოგია ყევლაზე ძვირადღირებული მამლუქია (600 000 ევრო), შემდეგ მოდიან თემურ ფარცვანია (400 000) და გუჯა რუხაია (350 000).

ცხადია, უცხოეთში კიდევ ბევრი ქართველია წასული და ყველას ვერც ჩამოვთვლიდით. მაგრამ ახლა უცხოეთში მოთამაშე ჩვენებურების სიმბოლური ნაკრების შედგენაც შესაძლებელია. სიმბოლურში კი მხოლოდ გუნდების ძირითად შემადგენლობაში მოვარჯიშე ფეხბურთელები შევიყვანეთ, რადგან ყველა ასაკობრივ ნაკრებსა და გუნდების ჭაბუკებში მოთამაშე ქართველთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა.

ბოლოს კი ართველ "მამლუქთა" ერთგვარ ნაკრებს შემოგთავაზებთ:

ლორია (შელია, ჩანგელია)
იაშვილი - ფარცვანია - ჩემინავა - აქუბარდია (ცისკარიძე)
რუხაია - მესხია (მანჯგალაძე) - გოგია (გულორდავა) - ფილიევი
ბოხაშვილი (კოღონია) - ურიდია (კორტავა)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უცხოეთში მყოფი ნიჭიერი ქართველები, რომლებიც ნაკრებმა არ უნდა დაკარგოს
მიმოფანტულები: აკაკი გოგია, გუჯა რუხაია და სხვები
ბექა ვაჩიბერაძე: უკრაინელთა და... ჩვენი იმედი
ირაკლი მესხიამ მოლდოველებს გაუტანა - უკრაინის ნაკრებში სამი ქართველია!
ირაკლი მესხია: ჩემი ოცნება საქართველოს ეროვნული ნაკრებია!
უცხოეთში მყოფი ნიჭიერი ქართველები, რომლებიც ნაკრებმა არ უნდა დაკარგოს
მკითხველის კომენტარები / 7 /
joka ra iyo gaskdi shurit da bogmit megruli gvarebis gagonebaze, ra ar icodi rom megrelebs yoveltvis mtavari adgil;i echira qartul pexburtshi
keti
10:10 01-07-2013
0
გუჯა , რატომ? მაგარი ფეხბურთელები ჩამოთვალეს ჰომ ? :DD
Dinamo Fan
03:59 01-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული