უეფამ 25 ივნისს "ფენერბაჰჩესა" და "ბეშიქთაშს" მკაცრი ვერდიქტები გამოუტანა: "ბეშიქთაშს", რომელმაც თურქეთის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა, 2013/2014 წლების სეზონში ევროპალიგაში თამაში აეკრძალა, ხოლო ვიცე-ჩემპიონი "ფენერი" კი ევროტურნირებიდან სამი წლით მოიკვეთა!
კლუბებს გასაჩივრების უფლება აქვთ, მაგრამ არავის სჯერა, რომ ეს შედეგს გამოიღებს. შესაბამისად, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ფენერს" მეოთხეადგილოსანი "ბურსა" ჩაანაცვლებს, ხოლო "ბეშიქთაშს" კი მეხუთეადგილოსანი "ქაისერი", რაც იმას ნიშნავს, რომ მეექვსე ადგილზე გასული "ქასიმფაშა", რომელსაც სწორედ შოთა არველაძე წვრთნის,
აქვე გეტყვით, რომ უეფამ ევროტურნირებიდან ასევე მანიპულაციების გამო ბუქარესტის "სტიაუაც" მოკვეთა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ზურაბ ხიზანიშვილისა და შოთა არველაძის შანსი ევროპალიგაზე
რატომ შეხვდა შოთა არველაძე მერაბ ჟორდანიას სინამდვილეში
TimeLine: პაიჭაძიდან არველაძემდე - იყო დრო, ხუთი თავდამსხმელით ვუტევდით