რატომ შეხვდა შოთა არველაძე მერაბ ჟორდანიას სინამდვილეში

AutoSharing Option
ჰოლანდიურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია - არნემის "ვიტესის" მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი შოთა არველაძე არისო.

სანდო წყარომ გვაცნობა, რომ ფლამანდიური მასმედიის ვარაუდები უსაფუძვლოა.

ჰოლანდიურმა საიტებმა შოთა არველაძე "ვიტესის" მწვრთნელობის კანდიდატად იმიტომ დაასახელეს, რომ შოთა ამ დღეებში მართლაც იმყოფებოდა ჰოლანდიაში და შეხვდა კიდეც "ვიტესის" პრეზიდენტ მერაბ ჟორდანიას.

შოთა არველაძე ჰოლანდიაში დასასვენებლად არ ჩასულა. ჩვენებური მწვრთნელი თურქული "ქასიმფაშასთვის" ახალი ფეხბურთელების მოძიებას აპირებს და შესაძლოა, გუნდი ერთი-ორი ჰოლანდიელი ფეხბურთელითაც გააძლიეროს.

შევიტყვეთ, რომ შოთა თავის გუნდში ამსტერდამის "აიაქსისა" და ჰოლანდიის ნაკრების შემტევის, რაიან ბაბელის მიყვანას აპირებს.
26 წლის ბაბელი ის კაცია, ცენტრფორვარდობაც რომ შეუძლია და გარემარბობაც. ვნახოთ, როგორ დასრულდება მოლაპარაკება.

ტყუპისცალი არველაძე კი კვლავაც "ქასიმფაშას" თავკაცი იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული