გოგიტა გოგუა - ხაბაროვსკში, ლაშა სალუქვაძე - ევროპაში

AutoSharing Option
ორი დღის წინ "ლელო" წერდა, რომ ხაბაროვსკის "სკა-ენერგიამ" განაცხადში 15 მოთამაშე შეიყვანა. მათ შორის იყო საქართველოს ნაკრების ყოფილი მარცხენა მცველი გიორგი ნავალოვსკი.

ამ სიაში ჯერ არ იყო გორის "დილას" ყოფილი ნახევარმცველი გოგიტა გოგუა. კლუბის გენერალური დირექტორის, სერგეი ფელდმანის ინფორმაციით, გოგუასთან ხელშეკრულებას გუნდის შეკრებიდან დაბრუნების შემდეგ გააფორმებენ.

აქვე ცნობილი გახდა, რომ ხაბაროვსკულ კლუბში გააგრძელებს კარიერას გორის "დილას" კიდევ ერთი მოთამაშე - ბრაზილიელი ლეონარდო რამოსი.

ფელდმანის ცნობით, ბრაზილიელიც ხელშეკრულებას ხელს შეკრების შემდეგ მოაწერს.

"სკა-ენერგიას" გენერალურმა დირექტორმა ისიც თქვა, რომ ახალი სეზონისთვის კლუბის
ბიუჯეტი შეუმცირდათ და გუნდი პრემიერლიგაში გადასასვლელად აღარ იბრძოლებს.

მისივე თქმით, გამოირიცხა ლაშა სალუქვაძის დაბრუნება, რადგან ის კარიერის ევროპაში გაგრძელებას აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გოგიტა გოგუა ხაბაროვსკის "სკა-ენერგიამ" 15-კაციან სიაში არ შეიყვანა
გოგიტა გოგუა ხაბაროვსკის "სკა-ენერგიაში" ისინჯება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული