ლევან ყენია: ჩემი ოცნება ყოველთვის ბუნდესლიგაში თამაში იყო

AutoSharing Option
უკრაინაში, ლვოვის "კარპატიში" გატარებული ერთი სეზონის შემდეგ, ლევან ყენია კვალავ გერმანიაში დაბრუნდა - 22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა დიუსელდორფის "ფორტუნასთან" ორწლიანი კონტრაქტი 29 ივნისს გააფორმა.

მეორე ბუნდესლიგის გუნდის ოფიციალურმა საიტმა ქართველ ფეხბურთელთან, რომელსაც გერმანიაში "შალკე 04"-იდან კარგად იცნობენ, ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ლევანი უკრაინაში გატარებულ პერიოდზე, "ფორტუნას" დამრიგებელ მაიკ ბუსკენსსა და დიუსელდორფში თავის მიზნებზე საუბრობს.

- ლევან, გერმანია შარშან ზაფხულს დატოვე. მაშინ ფიქრობდით, რომ ოდესმე კიდევ დაბრუნდებოდი აქ?
- რა თქმა უნდა. ბუნდესლიგაში დაბრუნებაზე ვფიქრობდი. ბოლო ერთი წელი უკრაინაში გავატარე, რაც ჩემთვის
საჭირო და სასარგებლო იყო. ახლა კი დავბრუნდი გერმანიაში და მოუთმენლად ველი, როდის დავიწყებ თამაშს.

- ალბათ მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის, რომ ლვოვში რეგულარულად თამაშობდით?
- ნამდვილად. ტრავმის გამო გაცდენილი სამწლიანი პერიოდის შემდეგ ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, რომ მოედანს დავბრუნებოდი და მეთამაშა. ასე რომ, გასული წელი ჩემთვის უაღრესად სასარგებლო იყო, შედეგად კი საკუთარი თავის რწმენა დამიბრუნდა და შესაძლებლობების მაქსიმუმის წარმოჩენამდე ბევრი აღარ მიკლია.

- დიუსელდორფში როგორ აღმოჩნდით?
- "ფორტუნაში" ჩემს გადასვლაში დიდი წვლილი, რა თქმა უნდა, მაიკ ბუსკენსს მიუძღვის, რომელთან ერთადაც "შალკეს" ახალგაზრდულ გუნდში მიმუშავია. მისი ხელმძღვანელობით უამრავი მატჩი მაქვს ჩატარებული. ის ძალიან კარგი მწვრთნელი და ადამიანია და შეიძლება ითქვას, მისი დამსახურებაცაა, დიუსელდორფში რომ აღმოვჩნდი.

- კონტრაქტის გაფორმებისას სტადიონ "ესპრიტზე" იმყოფებოდით. როგორია პირველი შთაბეჭდილებები?
- დიდებული სტადიონია. იმედია, წარმატებული სეზონი გვექნება და საშინაო თამაშებზე გულშემატკივარი არ მოგვაკლდება.

მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც ამ სტადიონზე პირველ მატჩში სათამაშოდ გავალ.

- დიუსელდორფში თქვენი მიზანი რა არის?
- ჩემი ოცნება ყოველთვის ბუნდესლიგაში თამაში იყო და ალბათ, კლუბშიც ყველა უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაზე ფიქრობს. ამ საერთო მიზნის მისაღწევად კი ყველაფერს გავაკეთებთ.

ასევე იხილეთ:

ლევან ყენიამ "ფორტუნასთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
მკითხველის კომენტარები / 2 /
მიდი ლევან მიაწექი , დიუსელდორფი შენი ტრამპლინია . არ დანებდე , ჩააფსმევინე შენ აყვანაზე უარის მთქმელ მწვრთნელებს .........
beso65
10:30 03-07-2013
0
მიდი ლევან აბა შენ იცი
Dinamo Fan
14:55 29-06-2013
0

სიახლეები პოპულარული