ლადო დვალიშვილი "რიდთან" ამხანაგურ მატჩში ჰეთ თრიქით გამოირჩა [VIDEO]

AutoSharing Option
ვარშავის "ლეგიას" ქართველმა ფორვარდმა ლადო დვალიშვილმა "რიდთან" ამხანაგურ შეხვედრაში ჰეთ თრიქი შეასრულა.

"ლეგია" ავსტრიულ შეკრებაზე იმყოფება და უკვე რიგირთ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. ამჟამად პოლონეთის ჩემპიონების მეტოქე "რიდი" იყო.

აღნიშნული მატჩი ფრედ ანგარიშით 3:3 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში პირველი ორი გოლი დვალიშვილმა გაიტანა და საკუთარგი გუნდი ორბურთიანი სხვაობით დააწიანურა, შემდეგ მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო.

ლადო მესამედაც გამოირჩა, თუმცა "რიდმა" კვლავ შეძლო წონასწორობის აღდგენა და საბოლოოდ მატჩი ფრედ დამთავრდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აქვე გეტყვით, რომ 29 ივნისს ავსტრიაში ასევე მეორე საკონტროლო მატჩი
გამართა ვლადიკავკაზის "ალანიამ", რომელმაც "სევასტოპოლი" ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

"ალანიას" მხრიდან გოლით ოთარ მარცვალაძე გამოირჩა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული