ეს მატჩი "ყარაბახმა" სტუმრად 1:0 მოიგო, ქართველი ფორვარდი კი ძირითად შემადგენლობაში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს.
საკონტროლო მატჩში დანიური "ორჰუსი" ამ ქვეყნის მეორე წარმომადგენელ "ვიბორგს" გაეჯიბრა და 1:0 დაამარცხა. დავით დევდარიანი "ორჰუსის" სასტარტო შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს.
ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია მის თანაგუნდელ დავით სხირტლაძეს, კიდევ ერთი ორჰუსელი ქართველი მათე
უკრაინული "დნიპრო" ჩეხურ "სიგმას" დაუზავდა - 2:2. დნეპროპეტროვსკელთა შემადგენლობაში ჯაბა კანკავამ, ალექსანდრე კობახიძემ და უჩა ლობჟანიძემ შეცვლაზე ითამაშეს.
კვიპროსული "ანორთოსისი" ბელგიურ "გენტთან" 1:2 დამარცხდა. "ანორთოსისის" ძირითადში იყო გუნდის ახალწვეული შოთა გრიგალაშვილი, რომელიც მეორე ტაიმში შეცვალეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"