ლეგიონერები: ნიკოლოზ გელაშვილმა ევროპის ლიგა სტუმრად მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ოთხი მატჩი გაიმართა. მათგან ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მაკედონიური "მეტალურგისა" და აზერბაიჯანული "ყარაბახის" შეხვედრა იყო, რადგან "ყარაბახთან" სულ ახლახან კონტრაქტი ნიკოლოზ გელაშვილმა გააფორმა.

ეს მატჩი "ყარაბახმა" სტუმრად 1:0 მოიგო, ქართველი ფორვარდი კი ძირითად შემადგენლობაში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს.

საკონტროლო მატჩში დანიური "ორჰუსი" ამ ქვეყნის მეორე წარმომადგენელ "ვიბორგს" გაეჯიბრა და 1:0 დაამარცხა. დავით დევდარიანი "ორჰუსის" სასტარტო შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს.

ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია მის თანაგუნდელ დავით სხირტლაძეს, კიდევ ერთი ორჰუსელი ქართველი მათე
ვაწაძე
კი, როგორც იცით, ტრავმირებულია და სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.

უკრაინული "დნიპრო" ჩეხურ "სიგმას" დაუზავდა - 2:2. დნეპროპეტროვსკელთა შემადგენლობაში ჯაბა კანკავამ, ალექსანდრე კობახიძემ და უჩა ლობჟანიძემ შეცვლაზე ითამაშეს.

კვიპროსული "ანორთოსისი" ბელგიურ "გენტთან" 1:2 დამარცხდა. "ანორთოსისის" ძირითადში იყო გუნდის ახალწვეული შოთა გრიგალაშვილი, რომელიც მეორე ტაიმში შეცვალეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიაწერეთ რომელი ევროპის ლიგაა და რომელი ამხანაგური..ერთ ქვაბში რო ხარშავთ:))
აბრეზა
13:12 04-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული