ამ შეხვედრაში ითამაშა 27 წლის ქართველმა მცველმა, გიორგი ნავალოვსკიმ. ხაბაროვსკელთა შემადგენლობაში მან 90 წუთი დაჰყო მოედანზე.
შეგახსენებთ, რომ "სკა ენერგიას" გორის "დილას" ყოფილი მწვრთნელი ვალდას ივანაუსკასი ხელმძღვანელობს, გუნდში კი მხოლოდ ორი ქართველი ლეგიონერია: ნავალოვსკი და გოგიტა გოგუა, რომელიც ჩემპიონატის განაცხადში ჯერ ვერ შეიყვანეს.
ნავალოვსკი თბილის "დინამოში" და რუსთავის "ოლიმპში" თამაშობდა. 2007 წელს ის ლეგიონერი გახდა - "ანჟიში" გადავიდა, შემდეგ იყო ბაქოს "ინტერი", "ვოლგა", "ხიმკი" და
ასევე იხილეთ:
გოგიტა გოგუა: თემურ ქეცბაია ფეხბურთზე წინ პირად ინტერესებს აყენებს
გიორგი ნავალოვსკიმ "სკა-ენერგიასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა