ირაკლი სირბილაძე დისკვალიფიკაციის შემდეგ დუბლით დაბრუნდა

AutoSharing Option
ფინეთის ვეიკაუსლიგაში "ინტერ ტურკუმ" გასვლით შეხვედრაში "ვაასანს" 2:1 სძლია. ამ გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო ირაკლი სირბილაძემ, რომელმაც დუბლი შეასრულა.

ქართველმა თავდამსხმელმა, რომელიც მოედანს დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ დაუბრუნდა, თავი 33-ე და 43-ე წუთებზე გამოიჩინა. ანგარიში კი მასპინძლებმა გახსნეს მე-19 წუთზე.

ფინეთის 12-გუნდიან ჩემპიონატში "ინტერი" მე-10 ადგილზეა, არადა, წინა ვეიკაუსლიგაში სირბილაძის გუნდი ვერცხლის მედლებს დაეუფლა.

"ინტერმა" ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად ფარერულ "ვიკინგურთან" 1:1 ითამაშა და 11 ივლისს შინ საპასუხო მატჩი ელის.

* * *
დაიწყო რუსეთის პირველი დივიზიონი, სადაც არაერთი
ქართველი ასპარეზობს. ხაბაროვსკის "სკა-ენერგიამ" ბელგოროდის "სალიუტს" უმასპინძლა და 0:0-ს დასჯერდა.

"სკა-ენერგიას" შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ნავალოვსკიმ.

ვლადიკავკაზის "ალანია" სტუმრად "უფასთან" 1:2 დამარცხდა. გოჩა ხოჯავა და ოთარ მარცვალაძე "ალანიას" განაცხადში არ ყოფილან.

ქართველები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სარანსკში, სადაც ადგილობრივმა "მორდოვიამ" ნალჩიკის "სპარტაკი" 3:0 გაანადგურა. მასპინძელთა შემადგენლობაში აკაკი ხუბუტიამ, ხოლო სტუმართა რიგებში დავით სირაძემ მატჩი სრულად ჩაატარეს.

* * *
"ანორთოსისმა" 8 ივლისს ამხანაგური მატჩი გამართა საბერძნეთის "პანათინაიკოსთან" (2:0). კვიპროსელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო შოთა გრიგალაშვილი, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აგერ ვიდეოც დაგედოთ ბარემ http://www.youtube.com/watch?v=eSfUb9kTTkc
ცოფიანი სპილო
13:10 09-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული