თორნიკე ოქრიაშვილი "აიაქსს", "ვიტესს" და "ვარეგემს" სურთ

AutoSharing Option
ბელგიური "ვოეტბალ ნიუსი" ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს, სათაურით: "ზულტე ვარეგემი" ქართველ ნახევარმცველზე ფიქრობს".

საუბარია თორნიკე ოქრიაშვილზე, რომელიც დონეცკის "შახტარის" წევრია, მაგრამ იჯარით "ილიჩევეცში" თამაშობს. ოქრიაშვილს "ჩერნომორეცში" სურდა იჯარით გადასვლა, მაგრამ მარიუპოლელებმა არ გაუშვეს.

"ჯონათან დელაპლასის და ჟუნიორ მალანდას წასვლის მერე დასავლეთფლანდრიული კლუბი შუახაზის გაძლიერებას ფიქრობს. კარგად ინფორმირებული წყაროს ცნობით, ლაპარაკია ქართველ თორნიკე ოქრიაშვილზე", - ვკითხულობთ "ვოეტბალ ნიუსზე".

"ვარეგემი" თანახმაა, "შახტარიდან" ფეხბურთელი ერთწლიანი იჯარით წაიყვანოს, მისი გამოსყიდვის უფლებით.

იმავე წყაროს ცნობით, 21 წლის ქართველის გადაყვანა ამსტერდამის "აიაქსს" და არნემის "ვიტესსაც" სურთ.

"ვარეგემი" ბელგიის შარშანდელ ჩემპიონატში მე-2 ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

ასევე იხილეთ:
თორნიკე ოქრიაშვილი შესაძლოა ოდესის "ჩერნომორეცში" გადავიდეს
ნიკოლაი პავლოვი: თარგამაძე და ოქრიაშვილი ისე არ იქცევიან, როგორც ეს ნამდვილ სპორტსმენებს შეეფერებათ
თორნიკე ოქრიაშვილი - ერთი წლით კვლავ მარიუპოლის "ილიჩევეცში"
მკითხველის კომენტარები / 4 /
კი სურთ თან ისე ძალიან სურთ რომ სეზონის დასაწყისში სკა ენერგიაში ან ალანიაში აღმოჩნდება :)
giorgi
20:01 10-07-2013
0
ეგრე წერდნენ ანანიძეზეც ხან ვიტესიო ხან არსენალიო ხან ბენფიკაო და ბოლოს როსტოვი
saba
01:02 11-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული