საუბარი იყო დონეცკის "შახტარიდან" მის მორიგ იჯარაზე - ქართველი ლეგიონერის სატრანსფერო უფლებები 2016 წლამდე დონბასელებს ეკუთვნით. ასეთივე წესით არის გაშვებული ოქრიაშვილი მარიუპოლის "ილიჩევეცში", სადაც ორი სეზონი უკვე ჩაატარა.
"ჩერნომორეცში" იმედოვნებდნენ, რომ საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი დნეპროპეტროვსკის "დნიპროში" გადასულ სერგეი პოლიტოლოს შეცვლიდა. იქვე აღნიშნეს, რომ ოქრიაშვილის წაყვანა "სევასტოპოლსაც" სურდა.
შევიტყვეთ, რომ მოლაპარაკება მართლაც მიმდინარეობდა და საქართველოს
ცხადია, ასეთ კლუბში თავის გამოჩენის მეტი შანსი ექნებოდა. გარდა ამისა, მარიუპოლში ცხოვრებაც აღარ სურდა, ოდესა გაცილებით მიმზიდველი და სუფთა ქალაქია.
მაგრამ დონეცკელებმა ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს. თავის მხრივ, "ილიჩევეცის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი პავლოვმაც თავი გამოიდო - მარიუპოლელები დონეცკელთა პარტნიორები არიან, ოდესელებთან ასეთი თანამშრომლობა არ აკავშირებთო და თორნიკე "ჩერნომორეცში" არ გაუშვეს.
ახლა მხოლოდ ისაა საკითხავი, რა ხნით ითამაშებს ოქრიაშვილი "ილიჩევეცში" - წინასწარი შეთანხმებით, დონეცკელები ახალ ერთწლიან იჯარას გააფორმებენ. თუმცა ფერნანდინიოსა და ჰენრიხ მხითარიანის გაყიდვის შემდეგ "მეშახტეები" დარწმუნებულები არ არიან, რომ მათ სრულფასოვანი შემცვლელები მოუძებნეს და თუ ახალი სისხლი დასჭირდათ, შესაძლოა, მეორე წრეში ოქრიაშვილი დაიმატონ.
თუმცა ეს ჯერ მხოლოდ ვერსიაა, რეალურად კი ოქრიაშვილი ისევ "ილიჩევეცშია" და ახალ სეზონსაც მარიუპოლში დაიწყებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ნიკოლაი პავლოვი: თარგამაძე და ოქრიაშვილი ისე არ იქცევიან, როგორც ეს ნამდვილ სპორტსმენებს შეეფერებათ
თორნიკე ოქრიაშვილი შესაძლოა ოდესის "ჩერნომორეცში" გადავიდეს
თორნიკე ოქრიაშვილის ბელგიურ-ჰოლანდიური ვარიანტები და დაბრკოლება
ნიკოლაი პავლოვი: ეს ოქრიაშვილისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, ჩვენთვის - დანაკარგი
თორნიკე ოქრიაშვილმა უკრაინელ ქალ-მსაჯს, ხელის ჩამორთმევის ნაცვლად, აკოცა