"რკინიგზელთა" გუნდში დანიშნული მთავარი მწვრთნელი ლეონიდ კუჩუკი სანდროს კიევის "არსენალში" ავარჯიშებდა და მის შესაძლებლობებს კარგად იცნობს, მაგრამ სანდროს "დნიპრომ" კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა.
კობახიძე ამბობდა, რომ თვის ბოლომდე კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდებოდა და ამის შემდეგ იტყოდა - სად გააგრძელებდა კარიერას.
მართალია, 25 წლის შემტევი ნახევარმცველი უკრაინელების გასაგონად აცხადებდა - "დნიპროსთან" ახალი შეთანხმება და დნეპროპეტროვსკში დარჩენა ჩემთვის ბრწყინვალე ვარიანტიაო, მაგრამ რეალურად, დარჩენა არ სურდა.
ამ ამბების შემდეგ
ამასობაში "ლელოს" დნეპროპეტროვსკულ კლუბთან დაახლოებულმა წყარომ საინტერესო ამბავი აცნობა.
"დანამდვილებით ვიცი, რომ "დნიპროს" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება რამდენიმე გავლენიანმა აგენტმა დაიწყო. მათ კობახიძის ტრანსფერის გამოსყიდვა სურთ.
ახლა სამი ვარიანტი განიხილება: ისევ აქტიურობს მოსკოვის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი ლეონიდ კუჩუკი - მას კობახიძის წაყვანა ჯერ კიდევ "კრასნოდარის" მწვრთნელობის დროს სურდა. მაშინ "კრასნოდარი" დიდ ფულსაც იხდიდა, მაგრამ სანდრო მაინც არ გაუშვეს.
ერთ-ერთმა მენეჯერმა დნეპროპეტროვსკელებს სანდროს "გალათასარაიში" გადასვლა შესთავაზა.
ისიც დანამდვილებით ვიცი, რომ კობახიძით ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი, გელზერკირხენის "შალკეც" დაინტერესდა, მაგრამ "დნიპრო" საკმაოდ დიდ თანხას ითხოვს და ძნელი სათქმელია, კლუბები შეთანხმდებიან თუ არა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ხუანდე რამოსმა უჩა ლობჟანიძეს და სანდრო კობახიძეს ამპლუა შეუცვალა
სანდრო კობახიძე "დნიპროს" შეკრებაზეა
"ტრანსფერმარკტზე" სანდრო კობახიძის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა
სანდრო კობახიძე: თამაში ყველაზე მეტად ჰოლანდიაში მსურდა...
სანდრო კობახიძე: მოსკოვის "ლოკომოტივი"? - კარტებს ჯერ არ გავხსნი
1)მწვრთნელს უნდა აგინოს
2)ვარჯიშებზე დააგვიანოს
3) თავში დროზე აუვარდეს და კარიერა ვლადივასტოკის ლუჩში გააგრძელოს
ეს ისე ხუმრობაა, წარმატებას უსურვებ...