ქართული ლეგიონის პირველი ოფიციალური გოლი ახალ სეზონში [VIDEO]

AutoSharing Option
დაიწყო უკრაინული პრემიერლიგა, რომლის პირველ ტურშიც "დნიპრომ" საკუთარ მოედანზე კიევის "არსენალი" 3:0 გაანადგურა.

დნეპროპეტროვსკელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ჯაბა კანკავამ, ხოლო მისი თანაგუნდელები, სანდრო კობახიძე და უჩა ლობჟანიძე განაცხადშიც არ ყოფილან.

"ზარია" "ტავრიას" ესტუმრა და 2:0 დაამარცხა. ჯაბა ლიპარტია "ზარიას" თადარიგში იყო.

"ილიჩევეცმა" გასვლით შეხვედრაში ზაპოროჟიეს "მეტალურგს" 1:0 სძლია. მარიუპოლელთა რიგებში თორნიკე ოქრიაშვილი და დავით თარგამაძე, შესაბამისად, 61-ე და 82-ე წუთებზე გამოჩნდნენ.

* * *
რუსეთის პირველ დივიზიონში სარანსკის "მორდოვიამ" სანკტ-პეტერბურგის "დინამო" მიიღო და დიდი ანგარიშით, 4:1 დაამარცხა. მასპინძელთა შორის აკაკი
ხუბუტიამ
90 წუთი ითამაშა.

ხაბაროვსკის "სკა-ენერგიამ" სტუმრად ვოლგოგრადის "როტორს" 2:1 სძლია. გამარჯვებულთა შემადგენლობაში სრულად ითამაშა გიორგი ნავალოვსკიმ.

ნალჩიკის "სპარტაკმა" "ნეფტეხიმიკი" მიიღო და 2:1 მოუგო. მე-18 წუთზე გოლი გაიტანა სპარტაკელმა დავით სირაძემ, რომელმაც ანგარიში 2:0 გახადა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



იგი მე-80 წუთზე შეცვალეს, ნეფტეხიმიკელმა მერაბ ურიდიამ კი მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

* * *
ფინეთის ვეიკაუსლიგაში "ინტერ ტურკუმ" "როვანიემის" უმასპინძლა და 0:0-ს დასჯერდა.

მასპინძელთა რიგებში ირაკლი სირბილაძემ სრულად ითამაშა. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ "ინტერი" ევროპის ლიგის პირველი ეტაპიდან ფარერულმა "ვიკინგურმა" გამოაგდო.

* * *
დანიურმა "ორჰუსმა" ამხანაგური მატჩი 0:3 დათმო "რანდერსთან". დავით დევდარიანი "ორჰუსის" ძირითადში გაამწესეს, 52-ე წუთზე კი მოედანზე მის ნაცვლად დავით სხირტლაძე შევიდა.

* * *
დიუსელდორფის "ფორტუნამ" სპარინგში 3:2 დაამარცხა ფრანგული "მონაკო". გერმანელთა ნახევარმცველი ლევან ყენია საქმეში 77-ე წუთიდან ჩაერთო.

ყენიამ ძირითად შემადგენლობაში მიკროტრავმის გამო ვერ ითამაშა. პირველადი ინფორმაციით, მას ამ შეხვედრაში მონაწილეობა საერთოდ არ უნდა მიეღო.

* * *
არნემის "ვიტესმა" ლიეჟის "სტანდარდს" 1:0 სძლია. ჰოლანდიელთა შემადგენლობაში გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშეს.

* * *
ბოლოს კი გეტყვით, რომ ევროპის ლიგაზე საჩხერის "ჩიხურას" მეტოქე "თუნი" შვეიცარიის ჩემპიონატის პირველ ტურში სტუმრად 2:3 დამარცხდა "ციურიხთან".

"თუნის" რიგებიდან თავი მარტინესმა და ჰედიგერმა გამოიჩინეს, გუნდმა კი ასეთი შემადგენლობით ითამაშა: მოსერი, ლუტი, რაინმანი, სულმონი, სკირინცი, ჰედიგერი, კრსტიჩი (46. სალამანდი), ვიტვერი (83. გასერი), სადიკი (71. კასიო), შნუვლი, მარტინესი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამოუვიდა :D
PARFIUMER
16:39 15-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული