20 წლის ქართველ ჰავბეკს, მართალია, გოლი თავად არ გაუტანია, თუმცა სწორედ მისი ბრწყინვალე პასის წყალობით, შეხვედრის უკანასკნელ წუთზე შეძლო არტიომ ძიუბამ გამარჯვების გოლის გატანა.
"როსტოვმა" პრემიერლიგის პირველ ტურში შინ გროზნოს "ტერეკი" მიიღო. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა, ანგარიში კი 71-ე წუთზე სულაც სტუმრებმა, 11-მეტრიანით გახსენს.
ჯანო მოედანზე მატჩის 60-ე წუთზე შემოვიდა. როსტოველები სწორედ მას და "სპარტაკიდან" მასთან ერთად იჯარით გადასულ ძიუბას უნდა უმადლოდნენ,
დიახ, დრამატული მატჩის ბედი "სპარტაკელებმა" გადაწყვიტეს - ძიუბამ გათანაბრება 89-ე წუთზე, პენალტით შეძლო, შემდეგ კი, მსაჯის მიერ წამატებულ მეორე წუთზე ფლანგიდან ჯანოს მოხდენილ პასს თავი კარგად შეაგება და თავის გუნდს გაამარჯვებინა - 2:1.
იხილეთ ვიდეო