ლადო დვალიშვილმა პოლონელთა შემადგენლობაში სრულად ითამაშა და მატჩის 71-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპზე გასვლის ყოველგვარი შანსი დაკარგა რიგის "დაუგავამ", რომელიც გასვლით შეხვედრაში შვედურ "ელფსბორგთან" 1:7 განადგურდა.
"დაუგავას" რიგებში შეუცვლელად ითამაშა გიორგი ჩიხრაძემ, ხოლო სასტარტო შემადგენლობაში გამწესებული მისი თანაგუნდელი მამუკა ღონღაძე 56-ე წუთზე შეცვალეს.
გერმანულმა "ფორტუნამ" საკონტროლო მატჩში ამ ქვეყნის ობერლიგის ბინადარი "ბიუდერიხი" 7:0 გაანადგურა. ლევან ყენიამ პირველ ტაიმში ანგარიში 3:0 გახადა.
"ფორტუნას"
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"