ლადო დვალიშვილის გოლმა "ლეგიას" ჩემპიონთა ლიგის მატჩში მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრაში პოლონურმა "ლეგიამ" უელსურ "ნიუ საინთსს" უმასპინძლა და 1:0 სძლია.

გამარჯვების გოლი ლადო დვალიშვილის ანარიშზეა. ვარშაველთა ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა, თავი კი მატჩის 53-ე წუთზე გამოიჩინა.

უელსში "ლეგიას" 3:1 ჰქონდა მოგებული. მესამე ეტაპზე "ლეგიას" მეტოქე ნორვეგიული "მიოლდე" იქნება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
თურქულმა "ქაისერისფორმა" საკონტროლო მატჩში ფრანკფურტის "აინტრახტს" 3:2 სძლია. შეხვედრის 32-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა ქაისერელმა ზურაბ ხიზანიშვილმა.

შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილმა "ქაშიმფაშამ" სპარინგში გერმანული "ჰანოვერი" 1:0 დაამარცხა, ხოლო გიორგი ჩიხრაძის "სიმურგი"
"ბეშიქთაშთან" 1:2 დამარცხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული