აკაკი ხუბუტიას გუნდმა გიორგი ნავალოვსკის გუნდი დაამარცხა

AutoSharing Option
რუსეთის I დივიზიონის V ტური ხაბაროვსკში დაიწყო, სადაც გორის "დილას" ყოფილი მწვრთნელის, ვალდას ივანაუსკასის "სკა-ენერგია" "მორდოვიას" შეხვდა და 0:1 დამარცხდა.

მასპინძელთა შორის დისკვალიფიკაციის გამო (წინა ტურში გააძევეს) არ უთამაშია გოგიტა გოგუას, გიორგი ნავალოვსკი კი მოედანზე 90 წუთი იყო. გამარჯვებულთა რიგებშიც შეუცვლელად ითამაშა აკაკი ხუბუტიამ.

ქართველ მცველს ამჯერად აღარ გაუტანია, მე-2 ტაიმში ის გააფრთხილეს. შეგახსენებთ, რომ 27 წლის ხუბუტიამ წინა ტურებში 2 გოლი გაიტანა.

"მორდოვია" 12 ქულით მე-2 ადგილზეა, ხოლო "სკა-ენერგია" 5 ქულით მე-12-ეა.

ასევე იხილეთ:
გოგიტა გოგუას დებიუტი, აკაკი ხუბუტიას
გოლი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული