მეორე ტაიმში "ყარაბახის" ფორვარდ ნიკოლოზ გელაშვილისა და "ინტერის" მცველ ლაშა სალუქვაძის ორთაბრძოლაში ეს უკანასკნელი დაშავდა და შემდეგ კლინიკაშიც გადაიყვანეს.
"ინტერის" ოფიციალური საიტის ცნობით, ლაშა სალუქვაძეს მტკივანი ფეხი იმდენად შეშუპებული აქვს, რომ ჯერ ვერ მოხერხდა შემოწმება. თუმცა სრული სამედინო შემოწმების გავლამდე ძნელია ტრავმის სირთულეზე საუბარი.
შეგახსენებთ, რომ ეს ვეტერანი მცველის სადებიუტო მატჩი იყო აზერბაიჯანის ჩემპიონატში.
ასევე იხილეთ:
ლაშა სალუქვაძე - ჩინებული კარიერა და ახალი გამოწვევა