მათე ვაწაძე: თამაშს ალბათ სექტემბრის ბოლოს შევძლებ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დანიური "ორჰუსის" 24 წლის თავდამსხმელმა მათე ვაწაძემ მარტის ბოლოს მძიმე ტრავმა მიიღო - იქაური ჩემპიონატის ერთ-ერთ შეხვედრაში, ხელოვნურ საფარზე და თან ნალექიან ამინდში, მცველთან ორთაბრძოლისას კოჭი მოიტეხა.

ვაწაძეს მალევე გაუკეთდა ოპერაცია, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო პროცესი დაეწყო. ვაწაძე ძალზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ნაკრებისთვის, ის ტიპური მეგოლე, საჯარიმოს ფორვარდია, რომელსაც გოლის გატანის გამორჩეული ალღო და უნარი აქვს.

მათეს 5 აგვისტოს შევეხმიანეთ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდით.

- რა ეტაპზეა რეაბილიტაციის პროცესი?
- ვარჯიში კი დავიწყე, მაგრამ გუნდთან ერთად ყოველთვის
ვერ ვვარჯიშობ. როცა ორთაბრძოლებია, ასეთ დროს ცალკე ვარ, ხოლო როცა "კვადრატია", მაშინ უპრობლემოდ ვვარჯიშობ თანაგუნდელებთან ერთად.

- კოჭის ტკივილს ისევ უჩივით?
- ცოტათი მაინც მაწუხებს, თუმცა ექიმები მეუბნებიან - საშიში არაფერია, პატარა ტკივილი ჯერ კიდევ იქნება და მერე გაქრება, დაახლოებით სამი თვე ასე იქნებიო.

- სრული დატვირთვით ვარჯიშს როდის დაიწყებთ?
- სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს თამაშის ნებას დამრთავენ. შესაძლოა, ეს ცოტა ადრეც მოხდეს, ან ცოტა გვიან. მანამდე კი გუნდთან ვარ, თანაგუნდელებთან ერთად ვიწყებ გახურებას ვარჯიშზე, მერე კი ინდივიდუალური მწვრთნელის მეთვალყურეობით ვაგრძელებ წვრთნას ბურთითაც და უბურთოდაც, კოჭის გასამაგრებელ სპეციალურ ვარჯიშებსაც ვაკეთებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტრავმებმა ძალიან გამამწარა - როდის დაბრუნდება მათე ვაწაძე?
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი რა მათე, დადექი ფეხსე და აღარ დაიმტვრე თორე კარებში ვერ ურტყავთ და ტეხავს :) წარმატებები ყველგან სადაც მიხვალ ძმაო :)
PARFIUMER
17:54 06-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული