თორნიკე ოქრიაშვილი: "ილიჩევეცმა" ჩემი შეცდომის გამო წააგო

AutoSharing Option
მარიუპოლის "ილიჩევეცის" ქართველმა ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა "ვორსკლასთან" (0:1) უკრაინის ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩის შემდეგ საკუთარი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა.

- თამაში თანაბარი იყო. გოლის გატანის შესაძლებლობა გვქონდა. მატჩის ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ჩემი შეცდომის გამო გოლი აქეთ გაგვიტანეს.

შეიძლება ითქვას, რომ "ვორსკლას" საგოლე მომენტები საერთოდ არ ჰქონია, ამ ერთს თუ არ ჩავთვლით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სამწუხაროდ, ჩემი შეცდომის გამო წავაგეთ.

- მეორე ტაიმში "ილიჩევეცმა" ცოტა არ იყოს თამაშს მოუკლო. ამის მიზეზი რა იყო, სიცხე თუ "ვორსკლამ" მოუმატა?
- სიცხე
ორივე გუნდისთვის იყო, ეს აქ არაფერს შუაშია. ცოტა ჩვენ მოვუკელით, ცოტა მეტოქემ მოუმატა...

- რისი ბრალია, რომ გუნდს ასეთი ცუდი სტარტი აქვს სეზონში?
- ჩვენს გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია. ერთმანეთს მოედანზე ჯერ კარგად ვერ ვუგებთ.

ვფიქრობ, ახლო მომავალში ყველაფერი კარგად იქნება. ჯერ ჩვენს თამაშს არ ვაჩვენებთ. წინ კიდევ ბევრი მატჩი გველის და თითოეულ მათგანში ქულების აღებას შევეცდებით.

"ვორსკლასთან" შეხვედრაში დავით თარგამაძე 85-ე წუთზე შეცვალეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
შენ როდის უჩვენებ შენს თამაშს?
ოთი
17:25 11-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული