რუსეთში ჩხუბის გამო დასჯილი გიორგი ჭანტურია ვერც ნაკრებს დაეხმარება?

AutoSharing Option
ჰოლანდიური ერედივიზიეს მე-4 ტურში არნემის "ვიტესმა" შინ "ტვენტე" 1:0 დაამარცხა. შეუცვლელად ითამაშა გურამ კაშიამ, ვალერი ყაზაიშვილი კი 82-ე წუთზე დაშავდა და მოედნიდან გაიყვანეს.

მოულოდნელობა იყო გიორგი ჭანტურიას არყოფნა - როგორც გაირკვა, ის 7 მატჩს გამოტოვებს.

საქმე ისაა, რომ ფიფამ ჭანტურიას რუსეთში მიღებული დისკვალიფიკაცია აამოქმედა. შეგახსენებთ - ვლადიკავკაზის "ალანიაში" იჯარით თამაშის დროს გიორგიმ მოსკოვის "დინამოსთან" შეხვედრაში ალექსანდრ კოკორინთან ჩხუბისთვის წითელი ბარათი მიიღო და რუსეთის საფეხბურთო კავშირმა 8 მატჩით მოკვეთა.

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge



ჭანტურიამ ერთი თამაში რუსეთში გამოტოვა და იყო ვარაუდი, რომ დისკვალიფიკაცია
სხვა ჩემპიონატში გადასვლის შემთხვევაშიც გადაჰყვებოდა. 20 წლის ფორვარდი ჰოლანდიაში რომ დაბრუნდა, ერედივიზიეში 3 მატჩი ჩაატარა.

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჭანტურიას დისკვალიფიკაცია ჰოლანდიაში არ იმოქმედებდა. ამას იმედოვნებდა არნემელთა პრეზიდენტი მერაბ ჟორდანიაც, მაგრამ...

აღმოჩნდა, რომ იმ მომენტისთვის ფიფას საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდა.

რუსები ჰოლანდიელთა უმოქმედობამ გააღიზიანა. იქაურმა საფეხბურთო კავშირმა ამბავი უეფასა და ფიფას შეატყობინა. "სპორტ-ექსპრესმაც" იაქტიურა. რუსული გამოცემა ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციას დაუკავშირდა და შეიტყო, რომ ისინი ფიფასგან ჭანტურიას დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას არ ფლობდნენ და ამიტომაც მისცეს მოედანზე გასვლის უფლება.

ამის შემდეგ "სპორტ-ექსპრესმა" ფიფასაც მიაწვდინა ხმა. მართალია, იქიდან პასუხი არ მიუღიათ, მაგრამ საბოლოოდ, მიზანს მაინც მიაღწიეს - ჭანტურიას დისკვალიფიკაცია ჰოლანდიაშიც ამოქმედდა. ამავე დროს, ჟორდანიამ ქართველი ლეგიონერისთვის სასჯელის მოხსნის თხოვნით უეფას მიმართა, რაზეც უარი მიიღო.

ასე რომ, ჭანტურიას, 25 აგვისტოს შეხვედრის გარდა, კიდევ 6 მატჩის გამოტოვება მოუწევს.

საინტერესოა, შეეხება თუ არა დისკვალიფიკაცია სანაკრებო შეხვედრებს? ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს 21-წლამდელები 5 სექტემბერს ლუქსემბურგს სტუმრობენ, ხოლო 9-ში - სლოვაკეთს, გუნდის ხელმძღვანელობას კი "ვიტესის" თავდამსხმელის ეიმედება.

თავად გიორგის კლუბში აცნობეს, რომ მას სანაკრებო (ამ შემთხვევაში, ახალგაზრდულ ნაკრებში) თამაშებში მონაწილეობის უფლება აქვს. თუმცა ეს საკითხი ჯერ კიდევ დასაზუსტებელი ყოფილა.

ჩვეულებრივი ამბავია, რომ კლუბები უეფას და ფიფას მოთამაშისთვის სასჯელის შემსუბუქებას სთხოვენ. ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, რას აპირებს "ვიტესის" ხელმძღვანელობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი ჭანტურია: მერაბ ჟორდანიამ საჭირო ხალხთან გადარეკა და...

გიორგი ჭანტურიას რუსეთში მიღებული დისკვალიფიკაცია ჰოლანდიაში არ გადაჰყვა

გიორგი ჭანტურიამ და რუსმა ფეხბურთელმა მოედანზე იჩხუბეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული