ამ შეხვედრაში ხუანდე რამოსმა რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაასვენა, მათ შორის - ჯაბა კანკავაც.
ქართველთაგან ითამაშა სანდრო კობახიძემ, რომელმაც გახსნა კიდეც ანგარიში 39-ე წუთზე. მეორე ტაიმიდან კი თამაშში ჩაერთო უჩა ლობჟანიძეც, რომელიც ტრავმირებული იყო.
იხილეთ ვიდეო
თამაშის შემდეგ კობახიძემ ერთ-ერთი უკრაინული ტელეარხის ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა:
- სანდრო, თამაშის დასაწყისში უსიამოვნო ეპიზოდი მოხდა: მეტოქეს შეეჯახეთ, რის შემდეგაც მან თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. თქვენ როგორ გრძნობდით
- დაუნდობელი ბრძოლა იყო და დაზიანება მეც მივიღე, მაგრამ მოედნიდან გასვლა არაფრით მინდოდა. ყველაფერი ნორმალურადაა.
- ფლანგებიდან უამრავი ჩაწოდება გაკეთდა, "დნიპროს" პირველი გოლი კი განსხვავებული სტილის გამოვიდა...
- ძალიან ბევრი ჩაწოდება იყო, რადგან მეტოქე გუნდი მთლიანად დაცვაში იდგა. რაც შეეხება გოლს, ძალიან კარგი პასი ევგენი სელეზნიოვმა მომაწოდა.
- დღეს მოედანზე პირველი წუთებიდან, ძირითადად, ის ფეხბურთელები გამოჩნდნენ, რომლებსაც აქამდე თამაში არცთუ ხშირად უწევდათ. მათ შორის, თქვენც...
- ფსიქოლოგიურად ყოველ წუთს მზად უნდა იყო. მე თავს ნორმალურად ვგრძნობ.
- პირველ ტაიმში "დნიპრო" უჩვეულოდ დუნედ მოქმედებდა. მეორეში გამოასწორეთ თამაში?
- ამოცანა სწრაფი გოლის გატანა იყო. მართალია, ეს არ გამოვიდა, თუმცა, ვფიქრობ, რომ პირველ ტაიმშიც კარგად ვთამაშობდით. მეორე ნახევარში საქმე გაგვიიოლდა, რადგან გაშვებული გოლის შემდეგ მეტოქე თავისუფალ ზონებს ტოვებდა.
ასევე იხილეთ:
სანდრო კობახიძის გოლი და სამი ქართველი ევროპის ლიგაში [VIDEO]