მახაჭყალის "ანჟიმ" გია გრიგალავა 1.76 მილიონ ევროდ გამოისყიდა

AutoSharing Option
სამარის "კრილია სოვეტოვმა" ოფიციალურად დაადასტურა გია გრიგალავას წასვლა, ხოლო "ანჟიმ" - მისი შეძენა.

ორ კლუბს შორის სულ სამი ტრანსფერი განხორციელდა: გრიგალავას გარდა, მახაჭყალაში გადავიდნენ ბენუა ანგბვა და ილია მაქსიმოვი.

"სოვეტსკი სპორტის" ცნობით, ამ "საბითუმო" გარიგებების საერთო ფასი 7.5 მილიონი ევროა. აქედან 4 მილიონი - დაღესტნური კლუბის მეპატრონე სულეიმან ქერიმოვმა მაქსიმოვში გადაიხადა, რადგან მას ყაზანის "რუბინიც" იწვევდა და ეს ტრანსფერი შედარებით ძვირი დაუჯდა.

გამოდის, რომ ანგბვასა და გრიგალავას საერთო ფასი 3.5 მილიონი ევროა.

ისიც დავადგინეთ, რომ დაღესტნურმა კლუბმა ქართველი მცველის ტრანსფერი
1 760 000 ევროდ გამოისყიდა - ამ ინფორმაციას გერმანული სამენეჯერო ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტი" ავრცელებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული