ლევან მჭედლიძე ტრავმის გამო 10 დღე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
როგორც გაუწყეთ, საფრანგეთ-ფინეთისთვის თემურ ქეცბაიას მიერ შერჩეულ შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება მოხდა.

დავით კვირკველიას, გიორგი ილურიძისა და ლევან მჭედლიძის ნაცვლად, ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ფოფხაძეს, გრიგოლ დოლიძესა და ირაკლი მოდებაძეს უხმო.

როგორც გვითხრეს, მჭედლიძეს ტრავმა ჰქონია. "ემპოლის" 23 წლის ფორვარდმა "ლატინასთან" სერია B-ს პირველ ტურში 78-ე წუთიდან ითამაშა, ბოლო უქმეებზე კი, "პალერმოსთან", სათადარიგოთა შორის იყო.

აღმოჩნდა, რომ სწორედ "ლატინასთან" შეხვედრაში მჭედლიძეს ფეხი გადაუბრუნდა და ნაკრებში ვერჩამოსვლის მიზეზიც ეს ყოფილა.

როგორც ნაკრები გუნდების ტექნიკურმა დირექტორმა ნიკა ჩხეიძემ გვითხრა, მჭედლიძის მკურნალობას 10
დღე დასჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვინმემ ბ-გუჯას რომ ყურადღემა მიაქციოს არ შიძლება? თუ მართლა ეგეთი მაგარია სადმე ამუშავეთ ეს კაცი
shalva
14:48 04-09-2013
0
ბ-ნო ნიკა! ფედერაციაში შეხვედრისას დამპირდით, რომ თქვენ და ბ-ნი მურთაზ ხურცილავა ჩემი ვარჯიშის სანახავად მოხვიდოდით. მას შემდეგ 4 თვე გავიდა, მაგრამ არ ჩანხართ. შეხვედრისას განგიმარტეთ, რომ ჩემს მოსწავლეებს ტრავმაბის მიმართ მიდრეკილება უმცირდებათ და არც ფეხი უბრუნდებათ.
guja_kakhadze
13:28 04-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული