"ალანიას" შემტევმა ოთარ მარცვალაძემ სანკტ-პეტერბურგის "დინამოსთან" შეხვედრაში მე-9 წუთზე გახსნა ანგარიში, რაც მყარი საფუძველი გახდა იმისთვის, რომ ვლადიკავკაზელებს ესოდენ საჭირო გამარჯვება ეზეიმათ - 3:1.
მარცვალაძე 85-ე წუთზე შეცვალეს, "ალანიას" მეორე ქართველმა გოჩა ხოჯავამ კი ბოლო 15 წუთი ითამაშა. "ალანია" მესამე ადგილზე რჩება.
გოგიტა გოგუა დისკვალიფიცირებული გახლდათ "უფასა" და "სკა ენერგიას" მატჩში, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით - 2:0 დასრულდა.
დამარცხებულთა შორის ერთადერთი ჩვენებური -
90 წუთი დაჰყო მოედანზე დავით სირაძემაც, თუმცა ნალჩიკის "სპარტაკი" "შინიკთან" საგარეო მარცხისგან (1:2) ვერ იხსნა.
კიდევ ერთი ქართველი, რომლის გუნდიც ("გაზოვიკი") დამარცხდა, ზურაბ არზიანია. ორენბურგელებმა სტუმრად "ხიმიკთან" წააგეს - 0:2. არზიანმა 62-ე წუთიდან ითამაშა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"