ბუბა დაუშვილი: გული მწყდებდა, რომ "კარპატის" გამო ვერსად ვთამაშობ

AutoSharing Option
ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ საქართველოში, ბოლოს და ბოლოს, საფეხბურთო პროფკავშირი დაფუძნდა. ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, თუკი მსოფლიო ფეხბურთში მიმდინარე პროცესებს გავითვალისწინებთ...

11 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ "საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის" პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრებისა და ლვოვის "კარპატის" ნახევარმცველი მურთაზ (ბუბა) დაუშვილიც წარსდგა.

შეგახსენებთ, რომ "ზესტაფონის" ყოფილ ფეხბურთელს პრობლემები როგორც თავის ძველ, ისე ამჟამინდელ კლუბთანაც შეექმნა.

აი, რა თქვა ბუბამ:

"ხშირად ხდება, რომ კლუბი მოთამაშეს მკურნალობას არ უფინანსებს, რადგან გაუცნობიერებლობის გამო კაბალურ კონტრაქტებზე გვაწერინებენ ხელს.

ასეა ბევრი ნიჭიერი მოთამაშე და მერე, როცა
კარიერის ევროპაში გაგრძელება სურს, აღმოაჩენს, რომ კონტრაქტი კლუბის სასარგებლოდ არის შედგენილი და ვერაფერს აკეთებს. ამის გამო ძალიან ბევრი ფეხბურთელის კარიერას შეექმნა საფრთხე.

ხშირად გაუგებრობას ის ქმნის, რომ არსებობს ორი კონტრაქტი და მერე რომლის მიხედვით გადაგიხდიან ფულს, ეს უკვე კლუბის წესიერებაზეა დამოკიდებული.

გული მწყდება, რომ "კარპატის" გამო ვერსად ვთამაშობ და ეროვნული ნაკრების ორი შეხვედრა გამოვტოვე. ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბება ძალიან გამიხარდა.

ნეტავ, ცოტა ადრე მაინც შექმნილიყო, ასეთ პრობლემებს ხომ არ წავაწყდებოდი?!"


იხილეთ ვრცლად

ასევე იხილეთ:
ბუბა დაუშვილი: ილია კოკაია პრეზიდენტი კი არა, მონათმფლობელია!
მკითხველის კომენტარები / 7 /
ღირსია მაგ გუნდის გამო ზესტაფონს უღალატა
gaga
23:02 12-09-2013
0
რაც მოგივა დავითაო მურთაზ! ქართველ ახალგაზრდებს მალე უვარდებათ ხოლმე თავში და მაგრები გონიათ თავი. ზესტაფონიდან გაგიცნეს და არ დააფასე.
0

სიახლეები პოპულარული