"ალბათ, "ზენიტი" აქცენტს შეტევაზე გააკეთებს, ეგრევე შემოგვიტევს და პრესინგს მოგვიწყობს.
პეტერბურგელები როსტოვში 3 ქულისთვის მოდიან, რადგან ისინი ჩემპიონობისთვის იბრძვიან.
ჩვენ კი კარგი გუნდი გვყავს, რაც ჩემპიონატის სტარტზე არაერთხელ დავამტკიცეთ, თუნდაც მოსკოვის "დინამოსთან" საგარეო მატჩში.
როგორი მესახება ჩვენი თამაში? პირველ რიგში, ტაქტიკურად ის უნდა გავაკეთოთ, რასაც მიოდრაგ ბოჟოვიჩი დაგვავალებს.
უნდა გამოვიდეთ და 100 პროცენტი დავდოთ მოედანზე. ჩვენი მოტივაცია უდიდესია, პირველი წამიდან ბოლომდე ბრძოლას
მით უმეტეს, რომ ჩვენ ძალიან ერთგული გულშემატკივრები გვყავს, რომელთა იმედიც გვაქვს".
ასევე იხილეთ:
"ღმერთმა ქნას, ასე გაგრძელდეს" - რა დაესიზმრა ჯანო ანანიძეს