იმავე გზას სამარული კლუბის კიდევ ორი მოთამაშე გაუყვა. "ტრანსფერმარკტის" ცნობით, დაღესტნური კლუბის ხელმძღვანელობას საქართველოს ნაკრების მცველის შეძენა 1,76 მილიონი ევრო დაუჯდა.
კლუბებს შორის გარიგება ჩვეულებრივი ამბავია და არც ამას მივაქცევდით განსაკუთრებულ ყურადღებას, რომ არა ერთი ფაქტი: რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, გრიგალავას თაობაზე "კრილიასა" და "ანჟის" შორის გარიგებაში... სამარის ოლქის გუბერნატორი ნიკოლაი მერკუშკინი მონაწილეობდა - თურმე, ყველაფერი სწორედ მან გადაწყვიტა!
ამის შესახებ გაზეთ "პრო გოროდ სამარას" "კრილია სოვეტოვის"
"საბოლოო გადაწყვეტილება მერკუშკინმა მიიღო, რადგან ეს კლუბის ბიუჯეტისთვის სასარგებლო იქნებოდა.
ამ სამეულის "ანჟიში" გაყიდვამ კლუბს დავალიანების მესამედის დაფარვის საშუალება მისცა, ფეხბურთელებს კი პრემიალურების 90 პროცენტი გადავუხადეთ", - ამბობს სინკოვი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"