ამ შეხვედრაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრების მცველი (ერთ-ერთი პოპულარული ჰოლანდიური გამოცემის ვერსიით, გასული სეზონის საუკეთესო მცველი) გურამ კაშია არნემელ გულშემატკივრებს განსაკუთრებით უყვართ - "ზვოლესთან" მატჩამდე "ვიტესის" გულშემატკივრებმა სტადიონის ტრიბუნაზე კაშიას უზარმაზარი ბანერი გამოფინეს.
"გუნდში ახალი მწვრთნელი მოვიდა, რომელსაც წინასგან განსხვავებული საფეხბურთო შეხედულებები გააჩნია და უყვარს შეტევა, რაც ჭანტურიასა და ყაზაიშვილზე კარგად აისახა.
ყაზაიშვილი დუბლებიდან გადმოიყვანეს, რადგან ძალიან მოუმატა და დაამტკიცა, რომ
ჭანტურიამ ასევე ძალიან კარგად დაიწყო და მწვრთნელი მის მიმართაც დადებითად იყო განწყობილი, მაგრამ დისკვალიფიკაცია უშლის ხელს და ამის გამო საკმაოდ დიდი დრო გაუცდება", - გვითხრა ეროვნული ნაკრების მცველმა და "ვიტესის" კაპიტანმა.
მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კაშია "ვიტესიდან" წასვლას აპირებდა, რადგან მისით რამდენიმე ევროპული კლუბი იყო დაინტერესებული, მათ შორის, "ანდერლეხტი".
ბელგიურ კლუბს არნემელთა ყოფილი დამრიგებელი იონ ვან დენ ბრომი წვრთნის, რომლის პერიოდშიც კაშია "ვიტესის" ერთ-ერთ წამყვან ფიგურად იქცა და კაპიტნადაც დააწინაურეს.
გურამს ამაზეც ვკითხეთ:
"ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგაში თამაშია და თუ ასეთი ვარიანტი გამოჩნდება, სიამოვნებით გადავალ სხვა კლუბში.
სამწუხაროდ, ეს იმედები არ გამართლდა, თუმცა "ვიტესშიც" კარგად ვგრძნობ თავს, კლუბშიც პატივს მცემენ და ასეთივე დონის კლუბში გადასვლის აზრს ვერ ვხედავ".
გარდა ამისა, გურამ კაშია ჰოლანდიის თასზეც გამოირჩა, ქართველმა ფეხბურთელმა 62-ე წუთზე გოლი მიითვალა, ხოლო "ვიტესმა" "ჰერკულესს" ანგარიშით 3:1 მოუგო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"