გოჩა ხოჯავას და ოთარ მარცვალაძის "ალანია" გალიდერდა

AutoSharing Option
1-ელ ოქტომბერს რუსეთის I დივიზიონის მე-16 ტურის მატჩში ქართველ ლეგიონერთა დაპირისპირება ვიხილეთ.

ხაბაროვსკში გიორგი ნავალოვსკისა და გოგიტა გოგუას "სკა-ენერგიამ" გოჩა ხოჯავასა და ოთარ მარცვალაძის "ალანიას" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

მარცვალაძეც და ხოჯავაც ადრე "სკა-ენერგიაში" თამაშობდნენ.

მასპინძელთა რიგებში ნავალოვსკი და გოგუა სასტარტოში იყვნენ, შესვენებაზე ნავალოვსკი ვალდას ივანაუსკასმა გამოცვალა.

სტუმართა რიგებში არ იყო ტრავმირებული მარცვალაძე, ხოლო ხოჯავამ 43-ე წუთამდე ითამაშა. გამოცვლამდე ცოტა ხნით ადრე ქართველი ნახევარმცველი გააფრთხილეს.

შეგახსენებთ, რომ ამას წინათ გოჩა ხოჯავას ნალჩიკის "სპარტაკთან" გაძევებისთვის 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, მაგრამ, რადგან ეს
სათასო თამაში იყო, ჩემპიონატში ასპარეზობის უფლება მას აქვს.

ამ მოგებით "ალანია" პირველ ადგილზე გადავიდა ჩემპიონატში.

ასევე იხილეთ:
ოთარ მარცვალაძის გოლი ვლადიკავკაზის "ალანიას" მოგებაში დაეხმარა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული