ვალტერ ძენგა: მოხარული ვიქნები, თუ ლევან მჭედლიძე სერია A-ში ითამაშებს

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების წარსულში ცნობილი გოლკიპერი ვალტერ ძენგა 2009/10 წლების სეზონში "პალერმოს" წვრთნიდა, სადაც ლევან მჭედლიძე თამაშობდა.

ახლახან ძენგამ ინტერვიუ მისცა "პალერმო 24"-ს. გამოცემამ ამ ინტერვიუს შემდეგი სათაური დაარქვა: "ძამპარინიმ დრო არ მომცა, ერნანდესს და მჭედლიძეს პროფესიონალიზმის პრობლემა ჰქონდათ".

გთავაზობთ ინტერვიუს ნაწილს, სადაც იტალიელი სპეციალისტი ქართველზე საუბრობს:

- რას იტყვით აბელ ერნანდესზე?
- სერია A-ში პირველი გოლი მან ჩემი მწვრთნელობისას გაიტანა. "პალერმოს" ორი ტალანტი ჰყავდა შეტევაში: აბელ ერნანდესი და ლევან მჭედლიძე, მაგრამ ყველაფრის განმსაზღვრელი არის პროფესიონალიზმი. ყველა რომ ნამდვილი პროფესიონალი იყოს,
მაშინ ბუფონი ფენომენი იქნებოდა.

- მაგრამ ამ ბიჭების მხარეს დროა, ისინი ჯერ ახალგაზრდები არიან...
- დიახ, ერნანდესის შემთხვევაში ასეა, მაგრამ მჭედლიძე დაიკარგა. არადა, ისეთი მონაცემები ჰქონდა, რომ რეალურად შეეძლო მაღალ დონეზე თამაში.

- ქართველმა შეიძლება კარიერა "პარმაში" გააგრძელოს...
- მე ბედნიერი ვიქნები, თუ მას სერია A-ში ვიხილავ, იმიტომ, რომ მას აქვს მონაცემები ამ ლიგაში თამაშის.

* * *
ამასობაში ლევანის ამჟამინდელი გუნდის, "ემპოლის" "აველინოსთან" 0:1 მარცხის შემდეგ ლევან მჭედლიძის თამაში "პიანეტა ემპოლიმ" 6 ბალით შეაფასა.

"იომა, როგორც ლომმა, თუმცა ცოტა ზღვარსაც გადადიოდა. თუმცა, თუ შევადარებთ ტავანოს თამაშს, სხვაობა ძალიან დიდია.

ხანდახან ფიზიკური ძალა არ ჰყოფნის. სწორედ ამიტომ მიიღო ფიზიკურად ძლიერ მეტოქესთან ორთაბრძოლაში ყვითელი ბარათი"
.

ასევე იხილეთ:
ავთო ებრალიძემ პორტუგალიაში ლამის მთელი გუნდი მოატყუა და საგოლე პასი გააკეთა [VIDEO]
ლევან მჭედლიძე ტრავმის გამო 10 დღე ვერ ითამაშებს
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს წავიკითხე , 1 კვირის წინ დაახლოებით ... მსოფლიო სპორტზე :)
Shukvani
08:56 02-10-2013
0

სიახლეები პოპულარული