ლადო დვალიშვილი: რა მოხდება, თუ "აპოლონთან" ვერ მოვიგებთ? არც არაფერი, იმიტომ, რომ მოვიგებთ!

AutoSharing Option
მართალია, ლადო დვალიშვილს არ უთამაშია პოლონეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში, მაგრამ ქართველი ფორვარდი მზად არის და ევროპალიგაზე "ლეგიას" მატჩში ითამაშებს.

3 ოქტომბერს "ლეგია" ლიმასოლის "აპოლონს" უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში "ლეგია" რომში "ლაციოსთან" დამარცხდა.

პოლონურმა "სპორტმა" თამაშის წინ ქართველთან გასაუბრება გადაწყვიტა:

"ჩვენ ჯგუფიდან გასვლა გვსურს, ამისთვის კი "აპოლონი" უნდა დავამარცხოთ.

ჩვენ შინ ვთამაშობთ, ეს კი უპირატესობაა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ცუდია, რომ სტადიონი ცარიელი იქნება, მაგრამ ესეც დამატებითი მოტივაციაა - ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ჩვენი ფანებისთვის, რომლებიც ამ მატჩს ვერ დაესწრებიან"
, -
განაცხადა ლადომ.

27 წლის ფორვარდმა ორთავა კუნთი სწორედ "ლაციოსთან" მატჩის წინ დაიშავა, მაგრამ ახლა სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

"უკვე კარგად ვარ, ყველაფერი წესრიგშია და თამაში შემიძლია, მაგრამ, რა თქმა უნდა, მწვრთნელის გადასაწყვეტია, მათამაშებს სასტარტოში თუ არა", - განაცხადა დვალიშვილმა, რომელმაც ამ სეზონში 12 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

"გუნდი მზად არის სათამაშოდ "აპოლონის" წინააღმდეგ და ჩვენ მხოლოდ მოგება დაგვაკმაყოფილებს. რა მოხდება, "აპოლონთან" თუ ვერ მოვიგებთ? - არც არაფერი, იმიტომ, რომ მოვიგებთ".

ასევე იხილეთ:
ლეგიონის უქმეები: ქართული საფეხბურთო სპექტაკლი პოლონეთში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული