საინტერესოა, რომ გუნდმა, რომელიც ყველაზე საიმედო დაცვით გამოირჩეოდა, წლეულს ჩატარებულ 8 ტურში 15 გოლი გაუშვა. თუმცა ისიც სათქმელია, რომ მიმდინარე სეზონში ცხადაძის გაწვრთნილებმა ბევრიც (14 გოლი) გაიტანეს, რაც ამ გუნდს ასევე არ ახასიათებდა.
8 ტურის შემდეგ 2 მოგება, 1 ფრე და 5 წაგება და ბოლოდან მესამე ადგილი 10-გუნდა ჩემპიონატში - ასეთია
ამ ყველაფრის შემდეგ ქართველი სპეციალისტის გადადგომა, ერთი შეხედვით, ლოგიკურიც იყო.
როგორც გავიგეთ, ცხადაძემ "ინტერის" მეპატრონეს სწორედ გადადგომის მოთხოვნით ორჯერ მიმართა. მეპატრონემ კი პირიქით - ჯერ განცხადება არ მიიღო, მერე კი... სულაც კონტრაქტის გაგრძელება შესთავაზა.
ამ ფაქტით ირიბად გაბათილდა ბოლო დღეებში გავრცელებული ხმები იმის შესახებ, თითქოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას ადგილზე ფეხბურთის ფედერაცია სწორედ ცხადაძის კანდიდატურას მოიაზრებდა.
შეგახსენებთ, რომ 1990-იანი წლების საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ბაქოს "ინტერს" 2009 წლიდან ჩაუდგა სათავეში და პირველსავე სეზონში (2009/10) ჩემპიონობა მოაპოვებინა, ხოლო შემდეგ იყო ბრინჯაოს მედალი (20012/13), უფრო ადრე კი (2011) "ინტერმა" "თანამეგობრობის თასიც" მოიგო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"