ლეგიონერი საფრანგეთში: ამირან სანაია ისევ გამოჩნდა

AutoSharing Option
"ლე მანის" გაკოტრების და იქიდან გიორგი მაკარიძის წამოსვლის შემდეგ თითქოს საფრანგეთში ქართველი ლეგიონერი აღარ დარჩა, თუმცა ეს სწორი არ არის.

საფრანგეთის რანგით მე-3, ნასიონალ დივიზიონში თამაშობს 24 წლის მცველი ამირან სანაია.

"ლე მანის" და "ბასტიას" ყოფილი ფეხბურთელი ახლა "ლუზნაკში" ირიცხება. მას შარშანდელი სეზონი მთლიანად გაუცდა.

შეგახსენებთ, რომ სანაიას საქართველოს ნაკრების 7 კეპი უმაგრებს ზურგს, მათ შორის, იტალიის ნაკრებთან შეხვედრა.

მორიგ, მე-8 ტურში "ლუზნაკი" "სან რაფაელთან" 1:2 დამარცხდა. სანაია 64-ე წუთზე ჩაერთო თამაშში.

"ლუზნაკში" მის ანგარიშზე უკვე 3 თამაშია. "ლუზნაკი" 15
ქულით მე-3 ადგილზეა, ეს ადგილი კი ლიგა 2-ის საგზურს იძლევა.

ასევე იხილეთ:
ამირან სანაიას ფრანგული საფიქრალი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული