გურამ კაშია: ეს ჰოლანდიის ჩემპიონატის სირცხვილია!

AutoSharing Option
ჰოლანდიის ჩემპიონატის მატჩში მერაბ ჟორდანიას "ვიტესი" ესტუმრა "დენ ჰააგს" და სეზონში მე-2 მარცხი განიცადა - 1:2.

ამ წაგების შემდეგ არნემული გუნდი 14 ქულით მე-6 ადგილზეა.

სტუმართა რიგებში არ უთამაშია გიორგი ჭანტურიას, ის კვლავ დისკვალიფიცირებულია; შესვენებაზე შეცვალეს ვალერი ყაზაიშვილი. ხოლო კაპიტანმა გურამ კაშიამ 90 წუთი გაატარა მოედანზე.

გუნდის ქართველი კაპიტანი აღშფოთებას ვერ მალავდა თამაშის შემდეგ:

"ჩვენი თამაში ვერ ვითამაშეთ, მხოლოდ გრძელი პასებით ვცდილობდით ფონს გასვლას. "დენ ჰააგი" კი თავს იცავდა და კარგ შედეგსაც მიაღწია.

უბრალოდ, სირცხვილია, ჰოლანდიის ჩემპიონატის მატჩი ასეთ მოე
დანზე
რომ იმართება. აქ ფეხბურთის თამაში შეუძლებელია"
.

სხვათა შორის, ეს მატჩი 14 სექტემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ მოედნის სადრენაჟო სისტემა მწყობრიდან გამოვიდა და თამაში გადაიდო.

Sportall.Ge
ვაკო ყაზაიშვილი "დენ ჰააგის" წინააღმდეგ - მოედანი მართლაც ცუდი იყო

ასევე იხილეთ:
ლეგიონის უქმეები: ვაკო ყაზაიშვილის უმნიშვნელოვანესი პასი დერბიში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
კონტრშეტევებზე ტამაშობდა მეტოქეე და როცა შენ ნახევარზე ხარ ჩ ამჯდარი და ერთი ორი ბურთის გადაგდებით გადიხარ წინ უფრო ადვილია თამაში ვიდრეე კომბინაციური შეტევებით და ამიტომ იყო მეტოქისთვის უფრო ადვილი
laSha
12:34 03-10-2013
0
ქუთაისში უფრო კარგი მოედანი გვაქვს :)
Georgi
10:06 03-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული